გვეტაძე ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვასილ გვეტაძე“ გადაიტანა გვერდზე „გვეტაძე ვასილ“ გადამისამარ...) |
|||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
::მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა, | ::მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა, | ||
− | : | + | ::გულმა დარეკა სარეკელათი, |
::რომ დაინახე ძირს მოწამეთა | ::რომ დაინახე ძირს მოწამეთა | ||
::და წამოგადგა თავზე გელათი. | ::და წამოგადგა თავზე გელათი. |
20:03, 26 თებერვალი 2022-ის ვერსია
გვეტაძე ვასილ – (1920 – 2016), პოეტი და მწერალი. დაიბადა ქუთაისში. 1942 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937 წელს; პირველი წიგნი – „პირველი სიმღერა” (1956); ავტორია ლექსებისა: „განთიადის შემდეგ” (1957), „ქარავანი მიდის” (1959), „ყაყაჩოები არაგვისპირის” (1974), „სიმღერა გატეხილ ყამირზე” (1986) და სხვა. ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა, პოემებისა, მოთხრობებისა, ესეებისა. 1988 წელს გამოვიდა მისი რჩეული ლექსების კრებული: „მე ჩემს ზამთრამდე ასე მოვედი”.
- ო, რა თბილია
- მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა,
- გულმა დარეკა სარეკელათი,
- რომ დაინახე ძირს მოწამეთა
- და წამოგადგა თავზე გელათი.
- რაც თქვი და ვერ თქვი, მაინც იტყოდი,
- ჯამში ჩაწურულ სიტყვას ელევი.
- სული სავსეა თაფლის სიტკბოთი,
- ტანში დადიან ჭიანჭველები.
- წყალწითელაა ცა საცქერალად,
- მისი სიწითლე ვის სჭირვებია.
- დიდი ქვევრია მთა ნაქერალა,
- ირგვლივ გორები ჭინჭველებია.
- თუ დაწვა არი, მიდი, დაიწვი,
- მთელი მიდამო (ვის ეჩოქები)
- გაჟღენთილია წვიმით და ხიწვით,
- აყალოიან წითელ დოქებით.
- რატომ ვიყავი ასეთი ცუდი,
- რატომ ვიყავი ასეთი ცუდი.
- ო, რა თბილია მშობელი ბუდე,
- ო, რანაირი სურნელი უდის.