გორვანელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გორვანელი“ გადაიტანა გვერდზე „გოგაბერიშვილი ლევან“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Levan gorvaneli.PNG|thumb|ლევან გორვანელი]]
 
'''გორვანელი''' – (1995),  ლევან გოგაბერიშვილი - ფილოსოფიის ბაკალავრი, პოეტი, არტ-კრიტიკოსი. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ზედა გორაში. 2009 წელს დაამთავრა ზედა გორას არასრული საშუალო სკოლა (9 კლასი), 2013 წელს – შუა გორას საჯარო სკოლა. 2018 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და სექტემბერში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მიმართულებით. ეწევა სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობას. ცხოვრობს ქუთაისში. საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო 2014 წელს და გაგა გოგრიჭიანთან ერთად და აფუძნა პოეზიის ჯგუფი „ედელვაისი”, რომელშიც 5 წევრი
 
შედიოდა. ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში. 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „არსებობის ეიდოსი“. იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში. 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების
 
მიმდინარე ცვლილება 00:21, 27 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ლევან გორვანელი

გორვანელი – (1995), ლევან გოგაბერიშვილი - ფილოსოფიის ბაკალავრი, პოეტი, არტ-კრიტიკოსი. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ზედა გორაში. 2009 წელს დაამთავრა ზედა გორას არასრული საშუალო სკოლა (9 კლასი), 2013 წელს – შუა გორას საჯარო სკოლა. 2018 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და სექტემბერში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მიმართულებით. ეწევა სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობას. ცხოვრობს ქუთაისში. საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო 2014 წელს და გაგა გოგრიჭიანთან ერთად და აფუძნა პოეზიის ჯგუფი „ედელვაისი”, რომელშიც 5 წევრი შედიოდა. ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში. 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „არსებობის ეიდოსი“. იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში. 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების კრებული _ „ატარაქსია“ და მოთხრობების კრებული – „ფაიუმის პორტრეტი“; ამავე წლის დასაწყისში, დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი „აფინაჟი“ და მისი მთავარი რედაქტორია.

არსებობის ეიდოსი
გათენდა, ზეცა შეიმოსა სისხლისფერ ტილოდ,
ავბედით დღეთა პერსონაჟად იქცა სიკვდილი.
ღმერთი ეძახის ადამიანს: მომენდე, შვილო,
მომენდე, რათა აგარიდო სულის ტკივილი.
მივარდნილს სადღაც,
მაწანწალად ქცეულ ღვთისმშობელს,
მე დავინახავ უდარდელი, ძალზედ მაძღარი,
თვალს ავარიდებ, მოწყალების ფიქრებს ვიშორებ...
შენ, დიდო ღმერთო, თუ მიყურებ, ჭკუას გასწავლი!
აუხსნელია ჩვენი ყოფის ყველა რაობა,
მიზანს ვისახავთ, უსასრულოდ მივდივართ შორეთს.
არარსებული მითოსივით ქრება თაობა...
მოვა სიკვდილი და სიცოცხლე უმწეოდ გვტოვებს.
გარდასულ დროთა მოგონება იმონებს აწმყოს,
ზექმნილი ღმერთი დაგვისახავს ნათელ მომავალს?
გუშინ მესიზმრა, შემოქმედი თურმე ,,კარტს აწყობს",
ირონიულად ამაყია, თან ქმნის მონახაზს.
სიცოცხლე ჩვენი, ამ მცირე ხნით მაინც გვეთმობა,
თქვენ, მოკვდავებო, შემოსხედით ცხოვრების ნავზე...
აბსტრაქტულია ამ ცხოვრების ავბედითობა,
სრულყოფილი კი არავინ არს ამქვეყანაზე!
ნუ ვემონებით დოგმატურად შექმნილ სიუჟეტს
და მოკვდავები ჩვენი თავის გავხდეთ მესია;
მარადისობა დავინახოთ ამ სიცოცხლეში...
ეს უბადრუკი არსებობის ეიდოსია.
გათენდა, ზეცა შეიმოსა სისხლისფერ ტილოდ,
ავბედით დღეთა პერსონაჟად იქცა სიკვდილი.
ღმერთი ეძახის ადამიანს: მომენდე შვილო,
მომენდე, რათა აგარიდო სულის ტკივილი.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები