გუგუნავა სიმონ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სიმონ გუგუნავა“ გადაიტანა გვერდზე „გუგუნავა სიმონ“ გადამისამ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Simon gugunava.PNG|thumb|სიმონ გუგუნავა ]] | ||
'''გუგუნავა სიმონ''' – (1839 – 1909), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ ძიმითში (ოზურგეთი). 1889-1898 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან – [[ლეჩხუმი]]ს მაზრის მომრიგებელ-შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში „დროება”, „კვალი”, „მწყემსი”, „მოამბე”; 1893-1895 წლებში ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; მას ეკუთვნის რამდენიმე პოპულარული ლექსი, მათ შორის: „დედაენა” (1893), „მოხუცის ანდერძი” (1895), „ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას” (1895). 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა „თამარიანი”, რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; „თამარიანმა“ დიდი პოპულარობა მოი პოვა (1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა). მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო, ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა. გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში. გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალულია იქვე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | '''გუგუნავა სიმონ''' – (1839 – 1909), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ ძიმითში (ოზურგეთი). 1889-1898 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან – [[ლეჩხუმი]]ს მაზრის მომრიგებელ-შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში „დროება”, „კვალი”, „მწყემსი”, „მოამბე”; 1893-1895 წლებში ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; მას ეკუთვნის რამდენიმე პოპულარული ლექსი, მათ შორის: „დედაენა” (1893), „მოხუცის ანდერძი” (1895), „ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას” (1895). 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა „თამარიანი”, რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; „თამარიანმა“ დიდი პოპულარობა მოი პოვა (1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა). მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო, ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა. გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში. გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალულია იქვე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. | ||
17:47, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია
გუგუნავა სიმონ – (1839 – 1909), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ძიმითში (ოზურგეთი). 1889-1898 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან – ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ-შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში „დროება”, „კვალი”, „მწყემსი”, „მოამბე”; 1893-1895 წლებში ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; მას ეკუთვნის რამდენიმე პოპულარული ლექსი, მათ შორის: „დედაენა” (1893), „მოხუცის ანდერძი” (1895), „ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას” (1895). 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა „თამარიანი”, რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; „თამარიანმა“ დიდი პოპულარობა მოი პოვა (1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა). მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო, ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა. გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში. გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალულია იქვე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- * * *
- მომეწყინა ცხოვრებაში
- მუდამ წლების ანგარიში
- არ მაკვირვებს მითქმა-მოთქმა
- და ვერც მატკბობს ქება-ვიში
- ვინც შამათს ვერ გამიკეთებს,
- რას დავეძებ - მითხრას ქიში,
- ვიცი ხვედრი არ ამცდება,
- სიკვდილისა არ მაქვს შიში.
- სათნოებით სავსე გული
- გადამექცა გესლის წურად,
- მით საწუთროც აღარ მინდა,
- თავისთავს ვგრძნობ უბედურად.