გუგუშვილი ბადრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბადრი გუგუშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გუგუშვილი ბადრი“ გადამის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Badri gugushvili.PNG|thumb|ბადრი გუგუშვილი]]
 
'''გუგუშვილი ბადრი''' – (1951 – 1996), პოეტი, პროფესიით მშენებელი-ინჟინერი იყო. წერა გვიან დაიწყო. მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში. 1980 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ აქციაში, ბოლოს განმარტოებით ცხოვრობდა სოფელ დიღომში, თავის [[აგარაკი|აგარაკზე]], სადაც 1996 წლის [[აღდგომა]]ს თავი ჩამოიხრჩო. გამოცემული აქვს წიგნები: „დღე კაცისა” (1990), „შენს გვერდით მდგომი ადამიანი” (1991), „შენდამი, უფალო...” (1992), „გზა განწმენდის” (1993), „ხორცის მუზა” (1993).
 
მიმდინარე ცვლილება 17:55, 27 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ბადრი გუგუშვილი

გუგუშვილი ბადრი – (1951 – 1996), პოეტი, პროფესიით მშენებელი-ინჟინერი იყო. წერა გვიან დაიწყო. მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში. 1980 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ აქციაში, ბოლოს განმარტოებით ცხოვრობდა სოფელ დიღომში, თავის აგარაკზე, სადაც 1996 წლის აღდგომას თავი ჩამოიხრჩო. გამოცემული აქვს წიგნები: „დღე კაცისა” (1990), „შენს გვერდით მდგომი ადამიანი” (1991), „შენდამი, უფალო...” (1992), „გზა განწმენდის” (1993), „ხორცის მუზა” (1993).

სიზმარი
მას ვესიზმრებით
ვისაც ექვსი დღე უშრომია დაუზოგავად.
ათასობით წელი
მხოლოდ ჩვენთვის გასულა.
მას კი დაღლილს ჩასძინებია...
მას ვესიზმრებით, შრომისმოყვარეს!
ათასობით წელი მხოლოდ ჩვენთვის გასულა,
წინაა დიდი ორშაბათი.
ადამი, ევა – და-ძმასავით, გალაღებულნი
მიმორბიან ედემის ბაღში.
მას ვესიზმრებით.
მხოლოდ ჩვენთვის კამკამებენ
ჭრელი წუთები.
სხვანაირი კი იქნებოდა სიტყვის სიზმარი,
სინამდვილე რომ არ დაგვერქვა მისთვის?

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები