გურიელი მამია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურიელი მამია“ გადაიტანა გვერდზე „მამია გურიელი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მამია გურიელი“ გადაიტანა გვერდზე „გურიელი მამია“ გადამისამარ...) |
20:27, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია
გურიელი მამია – (1836 – 1891), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. ფსევდონიმი – ფაზელი. დაიბადა სოფელ ლესაში (ლანჩხუთი). აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851 - 1853 წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1853 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853-1856წწ.). მალე თავი დაანება სამხედრო სამსახურს (1861). ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მისი პირველი გამოქვეყნებული ლექსია „ფარვანა” („ცისკარი”). მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია. იგივე საფუძველი უდევს ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას („რა კარგია ყმაწვილობა”, 1881; „რათ მინდა?”, 1887). მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია („პოეტი და ჩვენება”, 1883; „ჩემი ალავერდი”, 1879). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი „ადამიანი” (1867). მასვე ეკუთვნის რომანტიული პოემა „რაშიდ ვარდანოღლი” (1872 - 1879წწ.); თარგმნილი აქვს ჯორჯ გორდონ ბაირონის, ალექსანდრ პუშკინისა და მიხაილ ლერმონტოვის თხზულებანი.
- ადამიანი
- ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,
- კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი,
- შენთან მაქეს ერთი შესახვეწნელი,
- გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:
- ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
- და ბედიც კეთილგუნებიანი
- თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
- რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი:
- იყავი ტურფა, იყავ უებრო,
- მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,
- მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
- რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
- შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,
- ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულსვიანი?
- მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
- რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.
- ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი,
- მოგიკლა გული, გყო სევდიანი?
- ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი,
- გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი
- დაე, იცვალოს გარემოება,
- თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
- თვით ნუ იცვლები მოვა დროება,
- გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.
- ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
- და სიყვარული მოძმეთა ვალად,
- სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
- თუ კი გსურს გახდე ადამიანად!