დადეშქელიანი ანეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დადეშქელიანი ანეტა''' – (1873 – 1922), მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დადეშქელიანი ანეტა“ გადაიტანა გვერდზე „ანეტა დადეშქელიანი“)

21:48, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია

დადეშქელიანი ანეტა – (1873 – 1922), მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. ანა ალექსანდრეს ასული დადიანი-დადეშქელიანი; აკაკი წერეთლის დის მავრა (მატა) დადიანის ასული, ჯანსუღ დადეშქელიანის მეუღლე. რამდენიმე ლექსი აქვს დაბეჭდილი „ჯეჯილში”, ნათარგმნი აქვს ა.ს.პუშკინის „ფერია“ (დაიბეჭდა 1914 წ., ქუთაისში).


გაზაფხული
მიდის ზამთარი, მიიპარება,
თან მისდევს თოვლი, მიჰყვება ქარი,
და საქორწილოდ მომზადებულსა
გაზაფხულს ხელში უპყრია ქნარი.
რომ ტკბილის ჰანგით გამოაფხიზლო
ბუნება, ზამთრით მიძინებული
და უცნაურის, მხიბლავის ძალით
აუთამაშოს სული და გული.
აჰა, მერცხალი ტკბილად ჭიკჭიკებს,
ეს გაზაფხულის წინამორბედი,
და ნაზი იაც მორცხვად თავს იხრის,
რომ დედა-მიწას უქადოს ბედი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები