დობორჯგინიძე ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Jemal doborjginidze.PNGthumb|ჯემალ დობორჯგინიძე]] | ||
'''დობორჯგინიძე ჯემალ''' – (1941), პოეტი. დაიბადა სოფელ მამათში (ლანჩხუთი). წლების განმავლობაში მუშაობდა სოფელ მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ლანჩხუთის მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად, ლანჩხუთის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ, ვალოდია წულაძის სახლის მეცნიერ-მუშაკად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში”. არის 12 წიგნის ავტორი, მათ შორის: „იის გორა”, „იის გორიდან მოვდივარ”, „აღსარებები და საგალობლები უფლისადმი”. გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული. | '''დობორჯგინიძე ჯემალ''' – (1941), პოეტი. დაიბადა სოფელ მამათში (ლანჩხუთი). წლების განმავლობაში მუშაობდა სოფელ მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ლანჩხუთის მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად, ლანჩხუთის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ, ვალოდია წულაძის სახლის მეცნიერ-მუშაკად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში”. არის 12 წიგნის ავტორი, მათ შორის: „იის გორა”, „იის გორიდან მოვდივარ”, „აღსარებები და საგალობლები უფლისადმი”. გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული. | ||
21:49, 28 თებერვალი 2022-ის ვერსია
ჯემალ დობორჯგინიძე დობორჯგინიძე ჯემალ – (1941), პოეტი. დაიბადა სოფელ მამათში (ლანჩხუთი). წლების განმავლობაში მუშაობდა სოფელ მამათის კულტურის სახლის დირექტორად, ლანჩხუთის მილიციის ბავშვთა ოთახის ინსპექტორად, ლანჩხუთის ხალხური შემოქმედების განყოფილების გამგედ, ვალოდია წულაძის სახლის მეცნიერ-მუშაკად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში”. არის 12 წიგნის ავტორი, მათ შორის: „იის გორა”, „იის გორიდან მოვდივარ”, „აღსარებები და საგალობლები უფლისადმი”. გამოცემული აქვს არაერთი საბავშვო ლექსების კრებული.
- არყის გამოხდისას თქმული
- არყის ქვაბი ორთქლით მთვრალი,
- მოთუხთუხე რახიანი,
- მოდგა ღამე – ქვრივი ქალი
- სავსე მთვარის სახიანი.
- შეგრილებულს ვცეცხლავ წინწვერს,
- შემომინთო გულზე ალი,
- ქვრივზე მინდა დავქორწინდე
- ამიხდება ნასიზმრალი!
- ქვაბქვეშ ცეცხლი ვგრძნობ სულს ღაფავს,
- ჩამომთუთქა ცრემლმა ღაწვი.
- მე კი არა გიჟს დააბამს,
- ისეთი აქვს არაყს ჯაჭვი.
- ვკოცნი მთვარეს, ვხუჭავ თვალებს
- ვაი, ჩემი ცოდვის ბრალი!
- მოვიმთვარე, მთვრალო მთვარევ,
- ღამეც მთვრალი და მეც მთვრალი.