ედიშერაშვილი ნორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ედიშერაშვილი ნორა“ გადაიტანა გვერდზე „ნორა ედიშერაშვილი“) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Nora edisherashvili.PNG|thumb|ნორა ედიშერაშვილი ]] | ||
'''ედიშერაშვილი ნორა''' – (1936), პოეტი. დაიბადა სოფელ ხოვლეში ([[კასპი]]); 1984 წელს დაამთავრა [[საქართველო]]ს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. პროფესიით არის სწავლული აგრონომიდა ჟურნალისტი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა კასპის რაიონულ გაზეთში 1961 წელს, სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა რესპუბლიკურ პრესაში: „ახალგაზრდა კომუნისტი”, | '''ედიშერაშვილი ნორა''' – (1936), პოეტი. დაიბადა სოფელ ხოვლეში ([[კასპი]]); 1984 წელს დაამთავრა [[საქართველო]]ს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. პროფესიით არის სწავლული აგრონომიდა ჟურნალისტი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა კასპის რაიონულ გაზეთში 1961 წელს, სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა რესპუბლიკურ პრესაში: „ახალგაზრდა კომუნისტი”, | ||
„სოფლის ცხოვრება”, „ქალთა გაზეთი”, [[გორი]]ს, კასპის, გაგრის, ყაზბეგის რაიონული, აფხაზეთის (1978), [[აჭარა|აჭარის]] (1983) ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური, გაზეთებში, „ლიტერატურულ საქართველოში” ( 1998, 2000, 2002), „ქართული სიტყვაში” (2010). მისი ლექსები შეტანილია კრებულში „კასპელთა პოეზია”, ქართული ქრისტიანული პოეზიის მე-2 და მე-3 ტომებში; თანამედროვე ქართული პოეზიის „მზის არილის” მე-11 და მე-15 ტომებში, ალმანახ „ქართლში”. | „სოფლის ცხოვრება”, „ქალთა გაზეთი”, [[გორი]]ს, კასპის, გაგრის, ყაზბეგის რაიონული, აფხაზეთის (1978), [[აჭარა|აჭარის]] (1983) ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური, გაზეთებში, „ლიტერატურულ საქართველოში” ( 1998, 2000, 2002), „ქართული სიტყვაში” (2010). მისი ლექსები შეტანილია კრებულში „კასპელთა პოეზია”, ქართული ქრისტიანული პოეზიის მე-2 და მე-3 ტომებში; თანამედროვე ქართული პოეზიის „მზის არილის” მე-11 და მე-15 ტომებში, ალმანახ „ქართლში”. |
მიმდინარე ცვლილება 12:48, 1 მარტი 2022 მდგომარეობით
ედიშერაშვილი ნორა – (1936), პოეტი. დაიბადა სოფელ ხოვლეში (კასპი); 1984 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. პროფესიით არის სწავლული აგრონომიდა ჟურნალისტი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა კასპის რაიონულ გაზეთში 1961 წელს, სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა რესპუბლიკურ პრესაში: „ახალგაზრდა კომუნისტი”, „სოფლის ცხოვრება”, „ქალთა გაზეთი”, გორის, კასპის, გაგრის, ყაზბეგის რაიონული, აფხაზეთის (1978), აჭარის (1983) ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური, გაზეთებში, „ლიტერატურულ საქართველოში” ( 1998, 2000, 2002), „ქართული სიტყვაში” (2010). მისი ლექსები შეტანილია კრებულში „კასპელთა პოეზია”, ქართული ქრისტიანული პოეზიის მე-2 და მე-3 ტომებში; თანამედროვე ქართული პოეზიის „მზის არილის” მე-11 და მე-15 ტომებში, ალმანახ „ქართლში”.
- მოლაღური
- (ომარ კელაპტრიშვილის ხსოვნას)
- კაბადონზე მთვარე გაშლის დიადემას,
- წაიშლება ღამის ბნელი ყიამეთი...
- კავთისხევი ნათლის სვეტით დიადდება,
- სულს განაბავს რულდაკრული თრიალეთი...
- ცის გუმბათზე მოფრინდება მოლაღური...
- ლერწმის ტკბილი სალამური ამღერდება...
- მგალობელი... უფლის ხელით მონათლული
- იმ ჰანგებით არასოდეს დაბერდება...
- ზეფირს მიაქვს ხმები ტკბილი, ახლობელი...
- შეიხსნება ღრუბლის ლეგა ყაბალახი...
- დგას ირემი ჰანგის დიდი მწყალობელი;
- მთიდან ბარში ჩამოსული საბალახოდ...
- ჩამომარცვლის როცა ღამე მძივებს გიშრის,
- და ფრთოსნებიც თვალებს მილულავენ მძინარს
- ვაჰმე... იმ მგალობელ ომარ კელაპტრიშვილს
- სალამურით მკერდზე პანთეონში სძინავს..