ელიავა თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ელიავა თემურ''' – (1987), პოეტი. დაიბადა სოხუმში. დაამთავრა ზუგდი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელიავა თემურ“ გადაიტანა გვერდზე „თემურ ელიავა“)

15:27, 1 მარტი 2022-ის ვერსია

ელიავა თემურ – (1987), პოეტი. დაიბადა სოხუმში. დაამთავრა ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტში. გამოცემული აქვს კრებულები: „რაღამი” (2011), „პალატა #8” (2017).


შამათი
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის...
ანგელოზს ურჩსა, ლამაზს და ამაყს
მოაქვს ბჭე ფიქრთა, რომ ვგავდე ველურს.
ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს,
მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს,
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
სულ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.
ჩემს თეთრ აკვანთან დემონი დადგა
და გაღიმებულ თოჯინას მჩუქნის.
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
საფერფლეს ვავსებ ბინდისფერ ფერფლით,
თან ნაჩუქარი თოჯინა დამაქვს,
დღემდე თან დამაქვს, თან დამაქვს მკერდით.
ზეცავ ჩვენს შორის საღამო ჩადგა,
ბინდის ბილიკით შეგვიწყო ხელი,
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და გამარჯვებულს შამათი მელის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები