ელიავა თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ელიავა]] |
მიმდინარე ცვლილება 15:30, 1 მარტი 2022 მდგომარეობით
ელიავა თემურ – (1987), პოეტი. დაიბადა სოხუმში. დაამთავრა ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტში. გამოცემული აქვს კრებულები: „რაღამი” (2011), „პალატა #8” (2017).
- შამათი
- საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
- და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის...
- ანგელოზს ურჩსა, ლამაზს და ამაყს
- მოაქვს ბჭე ფიქრთა, რომ ვგავდე ველურს.
- ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს,
- მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს,
- საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
- სულ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.
- ჩემს თეთრ აკვანთან დემონი დადგა
- და გაღიმებულ თოჯინას მჩუქნის.
- საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
- საფერფლეს ვავსებ ბინდისფერ ფერფლით,
- თან ნაჩუქარი თოჯინა დამაქვს,
- დღემდე თან დამაქვს, თან დამაქვს მკერდით.
- ზეცავ ჩვენს შორის საღამო ჩადგა,
- ბინდის ბილიკით შეგვიწყო ხელი,
- საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
- და გამარჯვებულს შამათი მელის.