საარმატურო ფოლადის შერჩევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საარმატურო ფოლადის შერჩევა''' – არმატურის მასალის (ფოლადის) ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საარმატურო ფოლადის შერჩევა''' – არმატურის მასალის (ფოლადის) შესარჩევად გაითვალისწინება დასაპროექტებელი კონსტრუქციის, დეტალის, ელემენტის ტიპი, სამუშაო პირობები (დაძაბული, დაუძაბავი), ნაგებობის საექპლუატაციო მოთხოვნები, არმატურის კლასი, დიამეტრი, ქიმიურად აგრესიული გარემოს არსებობა და ა.შ.  
+
'''საარმატურო ფოლადის შერჩევა''' – არმატურის მასალის ([[ფოლადი]]ს) შესარჩევად გაითვალისწინება დასაპროექტებელი კონსტრუქციის, დეტალის, ელემენტის ტიპი, სამუშაო პირობები (დაძაბული, დაუძაბავი), ნაგებობის საექპლუატაციო მოთხოვნები, არმატურის კლასი, დიამეტრი, ქიმიურად აგრესიული გარემოს არსებობა და ა.შ.  
  
  

03:42, 3 მარტი 2022-ის ვერსია

საარმატურო ფოლადის შერჩევა – არმატურის მასალის (ფოლადის) შესარჩევად გაითვალისწინება დასაპროექტებელი კონსტრუქციის, დეტალის, ელემენტის ტიპი, სამუშაო პირობები (დაძაბული, დაუძაბავი), ნაგებობის საექპლუატაციო მოთხოვნები, არმატურის კლასი, დიამეტრი, ქიმიურად აგრესიული გარემოს არსებობა და ა.შ.


დაუძაბავი რკინაბეტონიის კონსტრუქციების არმატურისთვის მიიღება:

ა) A-III და Aт-IIIC კლასის ღეროვანი არმატურა – გრძივი და განივი არმატურისთვის;
ბ) Aт-IVC კლასის ღეროვანი არმატურა – გრძივი არმატურისთვის;
გ) Bp-I კლასის საარმატურო მავთული – კარკასებში განივი არმატურის სახით და შედუღებულ ბადეებში;
დ) A-I, A-II და Aс-II კლასის ღეროვანი არმატურა – განივი არმატურისთვის, აგრეთვე გრძივი არმატურისთვის, თუ დაუძაბავი არმატურის სხვა სახეობების გამოყენება შეუძლებელია;
ე) A-IV, Aт-IV და Aт-IVK კლასის ღეროვანი არმატურა – შეკრული კარკასებისა და ბადეების გრძივი არმატურისთვის;
ვ) A-V, Aт-V, Aт-VK, Aт-VCK, A-VI, Aт-VII, Aт-VII კლასების ღეროვანი არმატურა – გრძივი შეკუმშული არმატურისთვის, აგრეთვე გრძივი შეკუმშული და გაჭიმული არმატურისთვის კონსტრუქციების შერეული დაარმატურებისას (მათში დაძაბული და დაუძაბავი არმატურის არსებობისას), შეკრულ კარკასებსა და ბადეებში.

დაუძაბავი არმატურის სახით დასაშვებია A-IIIB კლასის არმატურის გამოყენება შეკრული კარკასებისა და ბადეების გრძივი გაჭიმული არმატურისათვის. A-III, Aт-IIIC, Aт-IVC, Bp-I, A-I, A-II, Aс-II კლასების არმატურა გამოიყენება შედუღებულ კარკასებსა და ბადეებში. აირების, სითხეებისა და ფხვიერი ნივთიერებების წნევის ქვეშ მყოფ დაუძაბავ კონსტრუქციებში გამოიყენება A-I, A-II, A-III და Aт-IIIC კლასის ღეროვანი არმატურა და Bp-I კლასის საარმატურე მავთული.


წინასწარ დაძაბული კონსტრუქციების დაძაბული არმატურისათვის გამოიყენება:

ა) ღეროვანი არმატურა A-V, Aт-V, Aт-VK, Aт-VCK, A-VI, Aт-VIK, Aт-VII კლასების;
ბ) საარმატურე მავთული B-II, Bp-II კლასისა და საარმატურე ბაგირები K-7 და K-19 კლასისა.

დაძაბული არმატურის სახით დასაშვებია ღეროვანი არმატურის გამოყენება A-IV, Aт-IV, Aт-IVC, Aт-IVK, A-IIIB კლასების. 12 მ-დე სიგრძის კონსტრუქციებში უპირატესად გამოიყენება ღეროვანი არმატურა Aт-VII, Aт-VI და Aт-V კლასებისა. (შენიშვნა: B7,5-B12,5 კლასის მსუბუქი ბეტონისაგან დამზადებული წინასწარ დაძაბული კონსტრუქციების დასაარმატურებლად გამოყენებულ უნდა იქნეს A-IV, Aт-IV, Aт-IVC, Aт-IVK და A-IIIB კლასის ღეროვანი არმატურა).


აირების, სითხეებისა და ფხვიერი სხეულების ზემოქმედების ქვეშ მყოფი წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის ელემენტებისთვის დაძაბული არმატურის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს:

ა) საარმატურე მავთული B-II, Bp-II კლასის და K-7 და K-19 კლასის ბაგირები;
ბ) ღეროვანი არმატურა A-V, Aт-V, Aт-VK, Aт-VCK, A-VI, Aт-VI, Aт-VIK, Aт-VII კლასების;
გ) ღეროვანი არმატურა A-IV, Aт-IV, Aт-IVK და Aт-IVC კლასების.

ასეთ კონსტრუქციებში დასაშვებია აგრეთვე A-IIIB კლასის არმატურის გამოყენება. აგრესიულ გარემოში მუშაობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დაძაბული არმატურისთვის უპირატესად გამოიყენება A-IV კლასის არმატურა, აგრეთვე Aт-VIK, Aт-VK, Aт-VCK, Aт-IVK. გაანგარიშებით საჭირო არმატურისთვის ფოლადის სახეობისა და მარკის, აგრეთვე, ჩასატანებელი დეტალებისათვის გაგლინული ფოლადის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კონსტრუქციების ექსპლუატაციის ტემპერატურული პირობები და დატვირთვის ხასიათი. რკინაბეტონის და ბეტონის კონსტრუქციების ასაწყობი ელემენტების სამონტაჟო (ასაწევი) მარყუჟებისათვის გამოიყენება ცხლად გლინული A-I და Ac-II კლასის საარმატურე ფოლადი (საარმატურე ფოლადის სახეობები მოცემულია რუსული სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები