გურამიშვილი დავით
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''გურამიშვილი დავით''' – (1705 – 1792), ქართველი პოეტი. დაიბადა [[მცხეთა|მცხეთის]] მახლობლად, [[საგურამო]]ს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი, [[კახეთი|კახეთში]] ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული გურამიშვილთა წინაპრები ზევდგინიძეები იყვნენ (ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიებიან), რომელთა ერთი შტო ქართლ-კახეთის საზღვარზე დასახლდა, წარმოშობით კი კახელი თავადები იყვნენ. | '''გურამიშვილი დავით''' – (1705 – 1792), ქართველი პოეტი. დაიბადა [[მცხეთა|მცხეთის]] მახლობლად, [[საგურამო]]ს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი, [[კახეთი|კახეთში]] ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული გურამიშვილთა წინაპრები ზევდგინიძეები იყვნენ (ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიებიან), რომელთა ერთი შტო ქართლ-კახეთის საზღვარზე დასახლდა, წარმოშობით კი კახელი თავადები იყვნენ. | ||
− | დავითს სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული [[საქართველო]], [[ირანი]]სა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. 1724 წელს მეფე ვახტანგ VI დახმარების სათხოვნელად დიდი ამალითურთ [[რაჭა|რაჭის]] გზით [[რუსეთი|რუსეთს]] გაემგზავრა. 1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, [[აზნაური|აზნაურ]] გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით | + | დავითს სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული [[საქართველო]], [[ირანი]]სა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. 1724 წელს მეფე [[ვახტანგ VI]] დახმარების სათხოვნელად დიდი ამალითურთ [[რაჭა|რაჭის]] გზით [[რუსეთი|რუსეთს]] გაემგზავრა. 1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, [[აზნაური|აზნაურ]] გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით |
დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა. [[ლეკიანობა|ლეკიანობის]] შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეჰფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შესდგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში | დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა. [[ლეკიანობა|ლეკიანობის]] შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეჰფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შესდგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში | ||
დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე... ეს მოხდა 1728 (თუ 1729) წლის ივლისში, დავით გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის (იარაღის საწყობის უფროსის) თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ [[ქართველები|ქართველობასთან]] ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, 1737 წლიდან, სამშობლოში | დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე... ეს მოხდა 1728 (თუ 1729) წლის ივლისში, დავით გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის (იარაღის საწყობის უფროსის) თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ [[ქართველები|ქართველობასთან]] ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, 1737 წლიდან, სამშობლოში |
14:16, 4 მარტი 2022-ის ვერსია
გურამიშვილი დავით – (1705 – 1792), ქართველი პოეტი. დაიბადა მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი, კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული გურამიშვილთა წინაპრები ზევდგინიძეები იყვნენ (ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიებიან), რომელთა ერთი შტო ქართლ-კახეთის საზღვარზე დასახლდა, წარმოშობით კი კახელი თავადები იყვნენ.
დავითს სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო, ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. 1724 წელს მეფე ვახტანგ VI დახმარების სათხოვნელად დიდი ამალითურთ რაჭის გზით რუსეთს გაემგზავრა. 1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, აზნაურ გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა. ლეკიანობის შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეჰფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შესდგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე... ეს მოხდა 1728 (თუ 1729) წლის ივლისში, დავით გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის (იარაღის საწყობის უფროსის) თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, 1737 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციასა და უკრაინაში.
დავით გურამიშვილი 1738-1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვედეთის და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756-1763) დავით გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდებურგის ციხეში. 1760 წელს მას, პოდპორუჩიკის ჩინის მქონეს, თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის და თავის მეუღლესთან, ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად, საბოლოოდ დამკვიდრებულა უკრაინაში, თავის მამულში, ქალაქ მირგოროდში, მას სოფელ ზუბოვკაშიც ჰქონია ადგილ-მამული. და სიცოცხლის დარჩენილი წლებიც უკრაინის იმ რეგიონში გაატარა.
1787 წელს, როცა უკრაინაში (კერძოდ, კრემენჩუგში) პოტიომკის კარზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩიონი ერეკლე II-ის ვაჟის მირიან ბატონიშვილის მეთაურობით, გურამიშვილმა სასოებით გადასცა მას ერთადერთი პირმშო – როგორც მან უწოდა თავის ლექსების კრებულს. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გურამიშვილის „დავითიანმა” გაიკვლია გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.
დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. დავით გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ზემოთხსენებული ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია ჩვენამდე. მისი პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული საქართველოში.
გურამიშვილმა პირველთაგანმა უკუაგდო „აღორძინების ხანაში“ უკვე გაცვეთილი „ყვავილოვანი“ პოეტური სტილი და სადა, ბუნებრივი მეტყველება გააბატონა, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის შემოქმედებას. საგულისხმოა, რომ სასულიერო ჰიმნების დამუშავებისას მან მარტივი, სასაუბრო ენა გამოიყენა და ამით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა ისინი. „დავითიანი“ ქართულ პოეზიაში ე.წ. „ევროპეიზმის“ დამკვიდრების სათავეებთან დგას
გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 წელს გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა.
- ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,
- მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი.
- შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,
- მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა ძვალი.
- ვკითხე: მზეო, სიდამ მოხვალ, ხარ სად წამავალი?
- გეაჯები, მაცოდინე შენი გზა და კვალი;
- შენთვის გული ქვათ გარდმექცა, გახდა, ვით კლდე სალი.
- მასხი წყალი, დამიშრიტე, მე შენი მწვავს ალი.
- ხმა გამომცა, გაგულისდა, სიტყვა მითხრა ავი:
- „ავო კაცო, ვით გაბედე, შენ მე მთხოვე თავი?
- ბულბულთ ნაცვლად ვარდ-კოკობმან რად დაგისვა ყვავი!”
- მით ავსტირდი, ცრემლი ვღვარე ზღვათა შესართავი.
- ასე მითხრა: „ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,
- არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი, –
- შენგან თვალად უკეთესი, ვაჟი-კაცი, ქმარი”.
- რა ეს მესმა, ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი.
- მითხრა: „შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი”.
- აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი.
- დავრეცრეცდი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი;
- შავებრალდი, თავს დამადგა, ვით ბნელს, ნათლის სვეტი.
- რა მოვბრუნდი, დაიხარა, ხელს მომკიდა ხელი;
- ამაყენა, ასე მითხრა: „რად შექნილხარ ხელი?”
- მე მიუთხარ: შენთვის გავხდი ასე ჭკვაზე თხელი,
- შენ რომ მწუნობ, მით მედების გულსა ცეცხლი ცხელი!
- მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა;
- ასე მითხრა: „აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს არავინა.
- ახლა ავდგეთ, ჩვენ წავიდეთ თავთავისთვის შინა;
- კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა”.
- სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი,
- მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი.
- მე მის მონას ნუმც ამხდია მისგან საფარველი!
- სად მიჭირდეს, მამეშველოს, სხვას აღარას ველი.
- დამპირდა, თქვა: «კიდევ მოვალ», აწ მე იმას ველი:
- მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი.
- სიკვდილის დროს მე მის მეტი არავინ მყავს მშველი,
- მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი.
- იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა,
- აჰა, მისთვის გამიჯნურდა, გული მისთვის ხურსა.
- იმედი მაქვს, რასაცა ვსთხოვ, მომცემს, არა შურსა,
- უკვდავების წყალს მიბოძებს, ცხოვრებისა პურსა.
- ღვთისგან ვითხოვ, არ გამყაროს მე მის სიყვარულსა,
- სხვას უკეთესს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა?
- ჩემის სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა,
- სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა სისხლით გაბასრულსა.
- აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
- ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
- ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
- გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!