საკონსტრუქციო თბომდგრადი ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საკონსტრუქციო თბომდგრადი ფოლადი''' – ფოლადი, რომელიც გამო...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საკონსტრუქციო თბომდგრადი ფოლადი“ გადაიტანა გვერდზე „[[ფოლადი საკ...) |
14:26, 4 მარტი 2022-ის ვერსია
საკონსტრუქციო თბომდგრადი ფოლადი – ფოლადი, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკულ მანქანათმშენებლობაში ქვაბების, ჭურჭლების, ორთქლგამაცხელებლების, ორთქლსადენების დასამზადებლად, აგრეთვე მრეწველობის სხვა დარგებში ნაკეთობების მაღალ ტემპერატურაზე მუშაობისას. თბომდგრადი ფოლადებისათვის სამუშაო ტემპერატურა აღწევს 600-650°C, ამავე დროს დეტალების შეუცვლალად მუშაობის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10000-20000 სთ-ის ფარგლებში. 6 მპა-მდე წნევისა და 400°C ტემპერატურამდე საექსპლუატაციო პირობებში გამოიყენება საქვაბე ფოლადი ნახშირბადის შემცველობით 0,08-0,27%.