იაგორაშვილი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იაგორაშვილი ნოდარ''' − (1945), ქართველი პოეტი. დაიბ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Nodar iagorashvili.JPG|thumb|ნოდარ იაგორაშვილი]]
 
'''იაგორაშვილი ნოდარ'''  − (1945), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]], ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − [[იაკობ გოგებაშვილი]]ს სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა.
 
მიმდინარე ცვლილება 14:02, 9 მარტი 2022 მდგომარეობით

ნოდარ იაგორაშვილი

იაგორაშვილი ნოდარ − (1945), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში, ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა.

* * *
ჩემი თელავის ყველა ქუჩას თითზე დავითვლი,
უფალმა ღმერთმა ნადიკვარზე ცრემლად დამადნოს,
შაქარყინულის ნატეხივით გულში ჩაგითლით,
რომ თქვენი სითბო სიყვარული ჩამებადაგოს.
ჩავემუხლები, დავუჩოქებ ჯვარპატიოსანს,
გული უზომო სიყვარულით ლოცვას შენატრებს,
ჩემი თელავის ყველა ვაჟკაცს და მანდილოსანს
საკუთრად თითოს, გაგინათებთ თაფლის კელაპტრებს.
მოვასწრებ, ალბათ... თვით უფალიც ამატანინებს,
სანამდის ბოლო ამოსუნთქვა გადამთელავდეს
წინანდლის ბაღში ამოვარჩევ ლამაზ ყვავილებს,
რომ ფიანდაზად დაგიფინოთ ყველა თელაველს.
გიგოს გორაზე სიყვარულის ეშხით დავთვრები
და გადმოგძახებთ:
- თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვმღერივარ!
თქვენც გამიხსენეთ.. შემიყვარეთ, სანამ გავქრები...
ნაღდი თუ არა, გულით მაინც თელაველი ვარ!

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები