ინჯია ჯემალ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯემალ ინჯია“ გადაიტანა გვერდზე „ინჯია ჯემალ“ გადამისამართება...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Jemal injia.JPG|thumb|ჯემალ ინჯია]] | ||
'''ინჯია ჯემალ''' − (1937), მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა [[გორი|გორში]]. დაამთავრა [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობისა|გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი]], ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ „გამარჯვების” განყოფილების გამგედ, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]] საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების „ქართლისა” და „ლიტერატურული გორის”, ჟურნალ „ქართლის” მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ „ლიახვში”. გამოცემული აქვს კრებულები: „ლიახვმა თქვა”, „კალენდარი”, „ლირიკული დღიური”, „სილუეტი”, „ლირიკა”, „თავთავები”, „ნამუსის ქუდი”, „ასი ლექსი | '''ინჯია ჯემალ''' − (1937), მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა [[გორი|გორში]]. დაამთავრა [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობისა|გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი]], ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ „გამარჯვების” განყოფილების გამგედ, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]] საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების „ქართლისა” და „ლიტერატურული გორის”, ჟურნალ „ქართლის” მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ „ლიახვში”. გამოცემული აქვს კრებულები: „ლიახვმა თქვა”, „კალენდარი”, „ლირიკული დღიური”, „სილუეტი”, „ლირიკა”, „თავთავები”, „ნამუსის ქუდი”, „ასი ლექსი | ||
სიყვარულზე”, „დავიწყებული ვალსები”, „სონეტების გვირგვინი”, „ასი ლექსი”, „რჩეული”. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები. | სიყვარულზე”, „დავიწყებული ვალსები”, „სონეტების გვირგვინი”, „ასი ლექსი”, „რჩეული”. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები. | ||
16:54, 9 მარტი 2022-ის ვერსია
ინჯია ჯემალ − (1937), მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა გორში. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის კულტურის საქალაქო განყოფილების გამგედ, გაზეთ „გამარჯვების” განყოფილების გამგედ, შიდა ქართლში საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად, გორის განათლების მუზეუმის დირექტორად, გაზეთების „ქართლისა” და „ლიტერატურული გორის”, ჟურნალ „ქართლის” მთავარ რედაქტორად. 1981 წლიდან ხელმძღვანელობს მწერალთა კავშირის გორის ორგანიზაციას. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს ალმანახ „ლიახვში”. გამოცემული აქვს კრებულები: „ლიახვმა თქვა”, „კალენდარი”, „ლირიკული დღიური”, „სილუეტი”, „ლირიკა”, „თავთავები”, „ნამუსის ქუდი”, „ასი ლექსი სიყვარულზე”, „დავიწყებული ვალსები”, „სონეტების გვირგვინი”, „ასი ლექსი”, „რჩეული”. ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნილი აქვს ლუის დე კამოენსის, ბლოკის, მაიაკოვსკის, ესენინის, ლუკონინის, ტიხონოვის, მარშაკის, ასაევის პოეზიის ცალკეული ნიმუშები.
- გორი
- მეგრულ მაყრულის,
- ძველი არმაზის მწუხრი ვიწამე,
- მაგრამ გორი მყავს მე გულნაკლული
- და ამ ცოდვილ თავს ვუხრი მიწამდე.
- მე არ მახსოვდა გორიჯვრის ფერდი,
- როცა დარიალს ვუქებდი ექოს.
- ღრუბლებზე ვწერდი... წვიმაზე ვწერდი,
- რა დამიშავე, ქართლელო გლეხო?!
- რად დავივიწყე შენი კილოი,
- აბა რით არის სათაკილოი?!
- ბევრჯერ ჩემ თვალწინ დადგა მთაწმინდა
- და გორის ციხე სად გადამცილდა.
- მე შემიქია ზღვების სტიქია,
- ვეტრფოდი მარტო ტალღების ტორტმანს
- და ეს კი დიდი სისასტიკეა,
- შენდამი, ჩემო პატარა ტორტლავ.
- მე ქება მითქვამს მეგრულ მაყრულის,
- ძველი არმაზის მწუხრი ვიწამე,
- მაგრამ გორი მყავს მე გულნაკლული
- და ამ ცოდვილ თავს ვუხრი მიწამდე.