სახის ნერვის პერიფერიული პარეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სახის ნერვის პერიფერიული პარეზი''' (ფაციალისი) — სახის ნერვ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სახის ნერვის პერიფერიული პარეზი“ გადაიტანა გვერდზე „[[ფაციალის...)

01:02, 11 მარტი 2022-ის ვერსია

სახის ნერვის პერიფერიული პარეზი (ფაციალისი) — სახის ნერვის ტრაექტორია საკმაოდ დიდია – მასტოიდური ძვლიდან სახის კუნთებამდე. სახის ნერვის პარეზის ეტიოლოგია ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. თუმცა, მისი აღმოცენების ხასიათი და ზოგიერთი თავისებურება ამ სიის შემცირების საშუალებას იძლევა.

ძირითადად, გამოყოფენ ფაციალისის 5 სახეობას:

a. ფაციალისი, რომელიც სხვა ნევროლოგიურ ნიშნებთან ერთად ვლინდება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია დანარჩენი კრანიალური ნერვების ტესტირება.
b. ფაციალისი, რომელიც პროგრესულად ვითარდება. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს რომელიმე ტუმორალურ პათოლოგიასთან. ძირითადად, პირამიდული ძვლის ან ყბაყურა ჯირკვლის არეალში. თუმცა, შესაძლოა ინტრაკრანიალური სიმსივნის არსებობაც.
c. ფაციალისი, რომელიც ოტოლოგიური ჩირქოვანი პათოლოგიის გართულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, პაციენტი სასწრაფოდ არის მოსათავსებელი სტაციონარში.
d. ფაციალისი ტრავმული დაზიანების დროს. შემდგომი მკურნალობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმის მომენტიდან რა დროის შემდეგ დაიწყო პარეზის სიმპტომები. ამის გარკვევა ძნელდება, როცა პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია.
e. უეცარი გამოვლინების ფაციალისი რომელიც, როგორც წესი, იდიოპათიურ ფაციალისებს მიეკუთვნება. თუმცა, არ არის გამორიცხული პირამიდული ძვლის სიმსივნის არსებობა. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოსტერ ვირუსის გამო ჩამოყალიბებულ ფაციალისს, რომელსაც განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება.


NOTA BENE
  • მონიშნული სიის ელემენტი ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, აშკარაა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სახის ფაციალისი საჭიროებს გამოკვლევას ყელ-ყურის სპეციალისტის მიერ;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები