სახის ნერვის პერიფერიული პარეზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
|- | |- | ||
| <big>'''NOTA BENE'''</big><br /> | | <big>'''NOTA BENE'''</big><br /> | ||
| + | |||
* მონიშნული სიის ელემენტი ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, აშკარაა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სახის ფაციალისი საჭიროებს გამოკვლევას ყელ-ყურის სპეციალისტის მიერ; | * მონიშნული სიის ელემენტი ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, აშკარაა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სახის ფაციალისი საჭიროებს გამოკვლევას ყელ-ყურის სპეციალისტის მიერ; | ||
01:03, 11 მარტი 2022-ის ვერსია
სახის ნერვის პერიფერიული პარეზი (ფაციალისი) — სახის ნერვის ტრაექტორია საკმაოდ დიდია – მასტოიდური ძვლიდან სახის კუნთებამდე. სახის ნერვის პარეზის ეტიოლოგია ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. თუმცა, მისი აღმოცენების ხასიათი და ზოგიერთი თავისებურება ამ სიის შემცირების საშუალებას იძლევა.
ძირითადად, გამოყოფენ ფაციალისის 5 სახეობას:
- a. ფაციალისი, რომელიც სხვა ნევროლოგიურ ნიშნებთან ერთად ვლინდება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია დანარჩენი კრანიალური ნერვების ტესტირება.
- b. ფაციალისი, რომელიც პროგრესულად ვითარდება. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს რომელიმე ტუმორალურ პათოლოგიასთან. ძირითადად, პირამიდული ძვლის ან ყბაყურა ჯირკვლის არეალში. თუმცა, შესაძლოა ინტრაკრანიალური სიმსივნის არსებობაც.
- c. ფაციალისი, რომელიც ოტოლოგიური ჩირქოვანი პათოლოგიის გართულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, პაციენტი სასწრაფოდ არის მოსათავსებელი სტაციონარში.
- d. ფაციალისი ტრავმული დაზიანების დროს. შემდგომი მკურნალობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმის მომენტიდან რა დროის შემდეგ დაიწყო პარეზის სიმპტომები. ამის გარკვევა ძნელდება, როცა პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია.
- e. უეცარი გამოვლინების ფაციალისი რომელიც, როგორც წესი, იდიოპათიურ ფაციალისებს მიეკუთვნება. თუმცა, არ არის გამორიცხული პირამიდული ძვლის სიმსივნის არსებობა. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოსტერ ვირუსის გამო ჩამოყალიბებულ ფაციალისს, რომელსაც განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება.
| NOTA BENE
|