კულტურული ქამა
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „კულტურული ქამა“ გადაიტანა გვერდზე „ორსპორიანი ქამა“) |
მ |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Kulturuli.PNG|200px|right]] | [[ფაილი:Kulturuli.PNG|200px|right]] | ||
| − | '''კულტურული ქამა ( | + | '''კულტურული ქამა (ორსპორიანი ქამა)''' |
(''ლათ''. Agaricus bisporus (Lge.) Sing. ''რუს''. Шампиньон двуспоровый) | (''ლათ''. Agaricus bisporus (Lge.) Sing. ''რუს''. Шампиньон двуспоровый) | ||
მიმდინარე ცვლილება 19:48, 15 მარტი 2022 მდგომარეობით
კულტურული ქამა (ორსპორიანი ქამა) (ლათ. Agaricus bisporus (Lge.) Sing. რუს. Шампиньон двуспоровый)
ქუდი – ხორციანი 5-10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, კიდეებშეკეცილი, შემდეგ კი იშლება; ზედაპირი რადიალურ-ბოჭკოვანია, ჭუჭყისფერ-თეთრია, ნაცრისფერი ყავისფერ-მურამდე, ხელის დაჭერისას წითლდება; ფირფიტები თავისუფალია, ხშირი, ჯერ მოვარდისფრო-ნაცრისფერი, შემდეგ კი – მუქი ყავისფერი.
ფეხი – სიგრძით 3-6 სმ–ია და სისქით 1-2 სმ; სწორია, თანაბარი სისქისაა, ზოგჯერ ძირში გაგანიერებულია; თეთრია, საყელოს ქვემოთ ბოჭკოვანი, საყელო სქელია, ადვილად სცილდება, მოთეთროა.
რბილობი – თეთრია, გადატეხისას ვარდისფრდება ან ოდნავ წითლდება, ახასიათებს სოკოს სუნი და გემო.
სპორები – წაგრძელებული კვერცხისებრია, მეწამულ-ყავისფერი, 4-7,5X4-5,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე საძოვრებზე, პარკებში, ბაღ-ბოსტნებში, გადამწვარ ნაკელის გროვებზე, ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. საუკეთესო საჭმელი სოკოა, გამოიყენება ახალი. ბევრ ქვეყანაში მოსდევენ მის საწარმოო მაშტაბით ხელოვნურ მოშენებას სპეციალურ შენობებში.