მარტიო
(ახალი გვერდი: right '''მარტიო''' (''ლათ''. Laccaria laccata (Fr.) Berk. Et Br. ''რუს''. Ликовица роз...) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
გამოიყენება საჭმელად ახალი. | გამოიყენება საჭმელად ახალი. | ||
| − | შენიშვნა: გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც ('''var. amethystina'''), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში. | + | '''შენიშვნა:''' გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც ('''var. amethystina'''), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში. |
მიმდინარე ცვლილება 19:49, 15 მარტი 2022 მდგომარეობით
მარტიო (ლათ. Laccaria laccata (Fr.) Berk. Et Br. რუს. Ликовица розовая)
ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი – გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ტიტველი ან წვრილბოჭკოვან-ქერცლოვანი ზედაპირით, მოწითალო-ვარდისფერი ან მოყვითალო-წითური, გაშრობისას უფერულდება. ფირფიტები სქელი, განიერი, მეჩხერი, ხორცისფერი თეთრი ნაფიფქით.
ფეხი – 3-10 სმ სიგრძისა და 0,2-1 სმ სისქისაა; თანაბარი, მოგრეხილი, ბოჭკოიანი ზედაპირით, ძირში თეთრფიფქოვანია, ქუდისფერი.
რბილობი – ქუდისფერია.
სპორები – სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 8-11 მკმ დიამეტრისა.
იზრდება ნესტიან ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.
შენიშვნა: გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც (var. amethystina), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახეობას; იზრდება იმავე ადგილებში.