სილიო
(ახალი გვერდი: right '''სილიო (მელნის სოკო)''' (''ლათ''. Coprinus atramentarius (Bull: Fr.) Fr. ''...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „მელნის სოკო“ გადაიტანა გვერდზე „სილიო“ გადამისამართებაზე) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Silio.PNG|150px|right]] | [[ფაილი:Silio.PNG|150px|right]] | ||
| − | '''სილიო (მელნის სოკო)''' | + | '''სილიო (მელნის სოკო)''' |
| + | |||
| + | (''ლათ''. Coprinus atramentarius (Bull: Fr.) Fr. ''რუს''. Чернильный гриб) | ||
'''[[ქუდი]]''' – 10 სმ დიამეტრისაა, ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ ფართო ზარისებრი, სიგრძივ-ბოჭკოვანი, ცენტრში მურა ქერცლებით, ნაცრისფერ-ყავისფერია. ცენტრში უფრო მუქია. ფირფიტები თავისუფალი, ფართო, ჯერ თეთრია, შემდეგ წითლდება, მომწიფებული შავია და მალე იწყებს გალღობას შავი სითხის სახით. | '''[[ქუდი]]''' – 10 სმ დიამეტრისაა, ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ ფართო ზარისებრი, სიგრძივ-ბოჭკოვანი, ცენტრში მურა ქერცლებით, ნაცრისფერ-ყავისფერია. ცენტრში უფრო მუქია. ფირფიტები თავისუფალი, ფართო, ჯერ თეთრია, შემდეგ წითლდება, მომწიფებული შავია და მალე იწყებს გალღობას შავი სითხის სახით. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:12, 16 მარტი 2022 მდგომარეობით
სილიო (მელნის სოკო)
(ლათ. Coprinus atramentarius (Bull: Fr.) Fr. რუს. Чернильный гриб)
ქუდი – 10 სმ დიამეტრისაა, ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ ფართო ზარისებრი, სიგრძივ-ბოჭკოვანი, ცენტრში მურა ქერცლებით, ნაცრისფერ-ყავისფერია. ცენტრში უფრო მუქია. ფირფიტები თავისუფალი, ფართო, ჯერ თეთრია, შემდეგ წითლდება, მომწიფებული შავია და მალე იწყებს გალღობას შავი სითხის სახით.
ფეხი – 10-20 სმ სიგრძისა და 1-2,5 სმ სისქისაა, ხშირად თითისტარისებრი, ბოჭკოვანი ზედაპირით, ქუდზე ღია ფერისაა. ფეხზე ახასიათებს საყელო, რომელიც მალე ქრება და მის ადგილას რჩება ნაჭდევი თეთრია.
რბილობი – თეთრია, მალე მუქდება. სუნის გარეშე, მოტკბო გემოსია.
სპორები – კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, შავი 8-9X5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, საძოვრებზე, ბაღებში, ბოსტნებში, დამპალი ხეების ახლოს, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში. საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში იხმარება. ალკოჰოლთან ერთად შხმიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. ძველად ბებერი სოკოებისაგას აკეთებდნენ მელანს, რომელიც გამოიყენებოდა განსაკუთრებით მსიშვნელოვანი დოკუენტების შესადგენად, რომელთა გაყალბებაც ძალიან ძნელია, რადგან შეიცავენ ამ სოკოსათვის დამახასიათებელ სპორებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მიკროსკოპით ძალიან მარტივია.