მანჭკვალას მატყუარა
(ახალი გვერდი: right '''მანჭკვალას მატყუარა''' (''ლათ''. Hypholoma fasciculare (Hunds:...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:სოკოები]] | [[კატეგორია:სოკოები]] | ||
[[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] | [[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] | ||
| + | [[კატეგორია: შხამიანი სოკოები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:36, 16 მარტი 2022 მდგომარეობით
მანჭკვალას მატყუარა (ლათ. Hypholoma fasciculare (Hunds: Fr.) Kumm. რუს. Ложноопёнок серно-жёлтый)
ქუდი – 7 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ – რამდენადმე გაშლილი, ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი ტიტველია, ყვითელი ან მურა-ყვითელი, კიდეებზე ახასიათებს მოთეთრო-მოყვითალო ბოჭკოვანი ფიფქები. ფირფიტები შეზრდილია ფეხთან, ხშირია, ვიწრო, ჯერ გოგირდის ფერია, შემდეგ მომწვანოა და საბოლოოდ – მოშავო-მომწვანო-მოყვითალო.
ფეხი – 5-15 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, ბოჭკოვანი ზედაპირით, ყვითელია, ზედა ნაწილში ახასიათებს ღია ყვითელი აბლაბუდისებრი საყელოს ნარჩენები.
რბილობი – ყვითელია, არასასიამოვნო სუნით და მწარე გემოთი.
სპორები – ელიფსისებრია, სადა ზედაპირით, 6-8X4-5 მკმ. იძლევა მოშავო-იისფერ ანაბეჭდს.
იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ წიწვიან და ფოთლოვან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით.
მომაკვდინებელი შხამიანია. მოქმედებს ტვინსა და ნერვულ ცენტრზე, რომელიც აწესრიგებენ ცალკეული ორგანოების ფუნქციას, იწვევს მათ სიდამბლავეს. მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორც შხამათი მოწამლისას. განსხვავდება მანჭკვალასაგან ქუდის, ფირფიტებისა და სპორების მტვრის ფერით.