ყურის ზოსტერ ვირუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 63: ხაზი 63:
 
[[კატეგორია:ყურის ზოსტერ ვირუსი]]
 
[[კატეგორია:ყურის ზოსტერ ვირუსი]]
 
[[კატეგორია:ყური]]
 
[[კატეგორია:ყური]]
[[კატეგორია:სამედიცინნო ტერმინები]]
+
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 23:27, 17 მარტი 2022 მდგომარეობით

ყურის ზოსტერ ვირუსი — ამ ვირუსის და ჩუტყვავილას გამომწვევი მიზეზი ერთი და იგივეა. თუმცა, ამ ვირუსის შემთხვევაში, დაზიანება უფრო მრავალფეროვანია.

ჩუტყვავილასგან განსხვავებით, ყურის მიდამოს ზოსტერ ვირუსით დაავადება ძალიან იშვიათად გვხვდება 20 წლამდე ასაკში. მისი გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებელია იმუნოდეპრესიის, კერძოდ კი, აივ ინფექციის გამორიცხვა პაციენტში.

პერიაურიკულარული დაზიანება გამოიხატება: გამონაყარის სახით, ნევროლოგიური ფაციალისით და ვესტიბულო-კოხლეარული დისფუნქციით.

სარჩევი

[რედაქტირება] გამონაყარი

მისი ზუსტი ადგილმდებარეობაა ყურის გარეთა სავალი და ნიჟარა. იგი ვიზუალურად ბუშტუკოვანი და სველია.

სუბიექტურად, ტკივილი არის ისეთივე, როგორც დამწვრობის დროს. ადენოპათიები ხშირად იპსილატერალურია.

მნიშვნელოვანია გამონაყარი არ აგვერიოს ყურის ეკზემაში. იშვიათ შემთხვევაში, გამონაყარი მხოლოდ რამდენიმე ბუშტუკით არის გამოხატული, რომელიც, შესაძლოა, გარეთა სასმენი მილის შიგნით ან დაფის აპკზე იყოს განლაგებული.

უმეტესწილად, გამონაყარი ინფიცირებულია და მთლიანად ხურავს გარეთა სასმენ მილს და გარეთა ოტიტს იწვევს.

დაფის აპკის დაზიანების დროს, სმენის კონდუქტიურმა დაზიანებამ შესაძლოა მცდარი გზით წაგვიყვანოს.

ენის იპსილატერალური მიდამოს გამონაყარი (Chorda Tympani-ს ინერვაციის მიდამო), უეჭველს ხდის ამ დაავადების ეტიოლოგიას.

[რედაქტირება] სახის ნერვის პარეზი

ამ ნერვის ვირუსული დაზიანება ძალიან საშიშია და უფრო ხშირად ტოვებს მუდმივ პარეზს, ვიდრე იდიოპათიური ფაციალისი

[რედაქტირება] კოხლეარული დაზიანება

ვირუსით დაზიანება კორტიეს ორგანოს დონეზე ხდება. ამ დროს აღინიშნება მაღალი სიხშირის კონდუქციური ტიპის სმენის დაქვეითება. ასევე, არის ტოტალური დაზიანების შემთხვევებიც. ორივე ამ შემთხვევაში, რეაბილიტაციის შანსი უმნიშვნელოა.

[რედაქტირება] ვესტიბულარული დაზიანება

ასეთი სახის დაზიანება, კლინიკურად, ვერტიგოთი ვლინდება და პერიფერიულ ხასიათს ატარებს. კალორიული ცდები ვესტიბულარულ ჰიპორეფლექსიას აჩვენებს.

ვერტიგოს ხანგრძლივობა 1-დან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.

ზოსტერის დიაგნოსტიკა, როგორც აღვნიშნეთ, არ არის ადვილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა კლინიკურად გამონაყარი არ ვლინდება. ვისაუბროთ ამ ფორმებზე.

— უეცარი ფორმის გამოვლინების ფაციალისი+ნევრიტი ან ფაციალისი+ვერტიგო ან სამივე ერთად. ამ სიმპტომების შემთხვევაში, სავარაუდოა ზოსტერ ვირუსის არსებობა.
— იზოლირებული, ძალიან მტკივნეულად მიმდინარე ფაციალისი, Bell-ის ფაციალისისგან განსხვავებით, უფრო ზოსტერ ვირუსის ეტიოლოგიისაა.
— კოხლეო-ვესტიბულარული ან კოხლეარული დაზიანება უეცარ სიყრუეში შეიძლება აგვერიოს.
— ვესტიბულარული დაზიანება ვესტიბულიტში შეიძლება აგვერიოს.

ასევე, ამ დაავადების არსებობა უნდა ვიეჭვოთ ნებისმიერი უცნაური ინფექციური კლინიკის ან მენინგეალური სინდრომის დროს.

[რედაქტირება] მკურნალობა

ზოსტერის მკურნალობა ყოველთვის Zovirax-ის გამოყენებით ხორციელდება, i.v. ან per-oss სახით, გამომდინარე კლინიკური ნიშნებიდან. მისაღები დოზა მოზრდილებში: 800 მგ – 5 ჯერ დღეში 7 დღის მანძილზე.

სტეროიდის ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა, ჩვენ მაინც გირჩევთ ამ პრეპარატის ჩართვას მკურნალობის პროცესში.

NOTA BENE

ზოსტერის დაზიანებაზე ვფიქრობთ, როდესაც არის:

  1. ფაციალისი;
  2. უეცარი კონდუქციური სმენის დაქვეითება;
  3. ვერტიგოს შეტევა;
  4. ყველა ეს სიმპტომი ერთად;

[რედაქტირება] წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები