კვარაცხელია რინოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კვარაცხელია რინოს''' — (1934 – 2014), პოეტი. დაიბადა სოფელ ნაკიფუში (...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Rinos kvaracxelia.JPG|thumb|რინოს კვარაცხელია]]
 
'''კვარაცხელია რინოს''' — (1934 – 2014),  პოეტი. დაიბადა სოფელ ნაკიფუში (წალენჯიხა). 1941 წელს შევიდა ამავე სოფლის საშუალო სკოლაში. 1960 წელს ჩაირიცხა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1965 წლიდან მუშაობდა რაიონული გაზეთ „ეგრისის” რედაქციაში, ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ ამავე რედაქციაში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1981 წელს ქუთაისში გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული „მოვა აპრილი”, 1983 წლიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.1992 წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი „სევდის მწვერვალი”, 2004 წელს
 
ლექსების ახალი კრებული — „ტკივილის აფრა”, ხოლო 2014 წელს ასევე ლექსების კრებული „წრებრუნვა”. რინოს კვარაცხელია 2014 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა.
 
ლექსების ახალი კრებული — „ტკივილის აფრა”, ხოლო 2014 წელს ასევე ლექსების კრებული „წრებრუნვა”. რინოს კვარაცხელია 2014 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა.

მიმდინარე ცვლილება 16:32, 18 მარტი 2022 მდგომარეობით

რინოს კვარაცხელია

კვარაცხელია რინოს — (1934 – 2014), პოეტი. დაიბადა სოფელ ნაკიფუში (წალენჯიხა). 1941 წელს შევიდა ამავე სოფლის საშუალო სკოლაში. 1960 წელს ჩაირიცხა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1965 წლიდან მუშაობდა რაიონული გაზეთ „ეგრისის” რედაქციაში, ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ ამავე რედაქციაში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1981 წელს ქუთაისში გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული „მოვა აპრილი”, 1983 წლიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.1992 წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი „სევდის მწვერვალი”, 2004 წელს ლექსების ახალი კრებული — „ტკივილის აფრა”, ხოლო 2014 წელს ასევე ლექსების კრებული „წრებრუნვა”. რინოს კვარაცხელია 2014 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა.

გოგიას წისქვილი
სოფლის ბოლოში პატარა ღელემ
გადააქცია ქოხი წისქვილად,
ბრუნავდა მერე, ბრუნავდა მერე
და შემოდგომას ფქვავდა წვრილ-წვრილად.
აფეთქებული სოფლის იმედად
წისქვილი ლამაზ ოცნებას ჰგავდა,
ხშირად ღამითაც არ იძინებდა
და სიმინდივით ზღაპრებსაც ფქვავდა.
ბევრი დაფქვა და ბევრი წაიღეს,
მაგრამ ყოფილა ღონემიხდილიც,
სოფლის სიმდიდრეს და სიღარიბეს
გლეხის გულივით გრძნობდა წისქვილი.
ხან სავსე ჰქონდა სიუხვით უბე,
ხან დაღვრემილი კაცივით დუმდა
და ჰგავდა ჩიტის ცარიელ ბუდეს
ხის ფუღუროში დარჩენილს უქმად.
ახლა, გოგია, შენი წისქვილი
ბრუნავს, თოვლია, თუ მზე აცხუნებს,
ღელე ჩხრიალებს შენი სისხლივით,
წყალი კი არა, ხვავი აბრუნებს...
და მე მგონია, ღელე თავს იხრჩობს,
ღარში ხმაურით გადამდინარი;
ნუ შეჩერდები, გოგიას სისხლო,
ნუ დაგერქმევა ნაწისქვილარი!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები