წვეტიანი ბოჭკოვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''წვეტიანი ბოჭკოვანა''' (''ლათ''. Inocybe fastigiate (Schaeff.: Fr.) Q...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
'''იზრდება''' ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში, პარკებში, ზაფხულ-შემოდგომით. | '''იზრდება''' ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში, პარკებში, ზაფხულ-შემოდგომით. | ||
| − | მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, აზიანებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას. | + | მომაკვდინებელი [[შხამიანი სოკოები|შხამიანი სოკოა]], აზიანებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 13:08, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
წვეტიანი ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe fastigiate (Schaeff.: Fr.) Quell. რუს. Волоконница волокнистая)
ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, კონუსისებრი, ზედაპირი დაფარულია რადიალურად განწყობილი ბოჭკოვანი ქერცლებით, ჟანგმიწისფერია მუქ-ყავისფრამდე. ფირფიტები მომწვანო მოყვითალოა ჟანგისფრამდე.
ფეხი – 3-8 სმ სიგრძისაა და 0,2-0,8 სმ სისქისაა, ზედაპირი დაფარულია თეთრი ბეწვებით, მოთეთრო ან ჟანგმიწისფერი, ხშირად ძირისკენ გამსხვილებულია.
რბილობი – თეთრია, არასასიამოვნო მძაფრი სუნით.
სპორები – ელიფსისებრია, სადა, მოყვითალო 8-18X5-7,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში, პარკებში, ზაფხულ-შემოდგომით. მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, აზიანებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას.