კოპალიანი ანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოპალიანი ანა“ გადაიტანა გვერდზე „ანა კოპალიანი“) |
13:34, 22 მარტი 2022-ის ვერსია
კოპალიანი ანა − (1984), მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერების მაგისტრი; თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის ლიტ. ურთიერთობების პროფილის დოქტორანტი; „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული პედაგოგი. არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული თარგმანის სფეროში. მისი თარგმანები იბეჭდება ცალკე კრებულებად და პერიოდულ პრესაში.
- ნიკოლაი გუმილიოვი
- თარგმნა ანი კოპალიანმა
- სიზმარი ვნახე, ვიწექით უბრად
- გვერდიგვერდ − მკვდრები ვიყავით ვითომ.
- ორი ქათქათა, ქათქათა კუბო
- გვერდიგვერდ იდო.
- − ეს როგორ მოხდა? − ვითხოვდით პასუხს,
- − ან როდის მოხდა? ან გასტანს რამდენს?
- უცნაურია, რომ გული არ წუხს,
- ლოდი არ ადევს.
- გრძნობები ისე შორს დაგელავდნენ,
- ფიქრები გახდნენ ისე ყუჩები,
- და აღარ მსურდნენ, თუმც კვლავ ელავდნენ,
- შენი ტუჩები.
- აღსრულდა ბოლოს: ვიწექით უბრად
- გვერდიგვერდ − მკვდრები, ვიწექით მშვიდად.
- ორი ქათქათა, ქათქათა კუბო
- გვერდიგვერდ იდგა.