კუპრავა რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუპრავა რამაზ“ გადაიტანა გვერდზე „რამაზ კუპრავა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რამაზ კუპრავა“ გადაიტანა გვერდზე „კუპრავა რამაზ“ გადამისამარ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:12, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
კუპრავა რამაზ − (1939 − 2010), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიავლინეს სოხუმში, ქართულენოვან გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის ტელე-რადიოკომპანიის ქართული პროგრამების რედაქტორად მუშაობდა. რამაზ კუპრავას გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „ლურჯი ბორანი”, „მონოლოგი”, „მიხაკები მთვარეზე”, ასევე მეგრული ლექსების წიგნი – „ლაზონა დო მარგალონა”.