თათარაიძე ეთერ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეთერ თათარაიძე“ გადაიტანა გვერდზე „თათარაიძე ეთერ“ გადამისამ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
+ | [[კატეგორია:საბას პრემიის ლაურეატები]] |
13:20, 23 მარტი 2022-ის ვერსია
თათარაიძე ეთერ — (1956), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ზემო ალვანში (ახმეტა, თუშეთი). 1984 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე. 1985-2006 წლებში მუშაობდა ფოლკლორის კათედრაზე. პარალელურად, 2004 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად. საკუთარი ლექსები ეთერ თათარაიძემ ქართველ მკითხველს პირველად 1979 წლის 14 აპრილს გამართულ ქართული ფოლკლორის საღამოზე გააცნო. ასე შემოიტანა მან ქართულ პოეზიაში „თუშური ხმით ნატირლების” ხიბლი. იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: „იმედის გვირილაო” (1979), „მთვარის ნალი” (1988), „ჩამომიარ საწუთრომ” (1998), „100 ლექსი” (2012) და სხვა. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართული დემონოლოგია, ქართული ლეგენდა.
- * * *
- ჩემ გაჩენას ღმერთ არ იყვ,
- ჩემ წილ მასკვლავს ძაძებ ეცვ,
- ჩემზე გვამანატკივარ
- დედას გარ-მირგვლ გველებ ეწვ.
- ჩემ გაჩენასეშმაკ იჯდ,
- ნაღმეჭ პირში ერთ კმილ ეშჭვ,
- იცოდ, ღმერთ დაძალულ ხყვანდ,
- არ ეპარვოდ სულბნელს ეჭვ.
- საქსლოს თვალებ ჩაწყვ-მოწყვეტილ
- ხამლ ფარდაგში ჩეჩარ ბეჭ,
- მელნად დაღვრილ ღურბლებში
- გად-გადმემალ მასკვლავთ კენჭ.
- ჩემ გაჩენას ღმერთ მკვდარ იყვ,
- ჩემ მასკვლავ – მგლოვ, მთვარე – ბერწ.