მამფორია გელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Gela mamforia.JPG|thumb|გელა მამფორია]] | ||
'''მამფორია გელა''' — (1961), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდან ბეჭდავდა ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, ესეებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ტვირთი“ და მონოგრაფია „დათოვლილი სანთელი – [[ტერენტი გრანელი]]ს პოეზია.“ არის ფილოლოგიის დოქტორი, 30-ზე მეტი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „რიწის“ პასუხისმგებელ მდივნად, [[თსუ]]-ს სოხუმის ფილიალის ლექტორად. დევნილობის შემდეგ მუშაობდა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: სწავლულ მდივნად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, დირექტორის მოადგილედ. ამჟამად არის საზოგადოებრივი კოლეჯი „ცხუმ-ეგრისის“ დამფუძნებელი და დირექტორი. | '''მამფორია გელა''' — (1961), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდან ბეჭდავდა ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, ესეებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ტვირთი“ და მონოგრაფია „დათოვლილი სანთელი – [[ტერენტი გრანელი]]ს პოეზია.“ არის ფილოლოგიის დოქტორი, 30-ზე მეტი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „რიწის“ პასუხისმგებელ მდივნად, [[თსუ]]-ს სოხუმის ფილიალის ლექტორად. დევნილობის შემდეგ მუშაობდა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: სწავლულ მდივნად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, დირექტორის მოადგილედ. ამჟამად არის საზოგადოებრივი კოლეჯი „ცხუმ-ეგრისის“ დამფუძნებელი და დირექტორი. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:30, 23 მარტი 2022 მდგომარეობით
მამფორია გელა — (1961), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდან ბეჭდავდა ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, ესეებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული „ტვირთი“ და მონოგრაფია „დათოვლილი სანთელი – ტერენტი გრანელის პოეზია.“ არის ფილოლოგიის დოქტორი, 30-ზე მეტი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ „რიწის“ პასუხისმგებელ მდივნად, თსუ-ს სოხუმის ფილიალის ლექტორად. დევნილობის შემდეგ მუშაობდა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: სწავლულ მდივნად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, დირექტორის მოადგილედ. ამჟამად არის საზოგადოებრივი კოლეჯი „ცხუმ-ეგრისის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
- ნოსტალგიური
- უეცრად მწუხრის დაეშვა ფარდა,
- რაღაც შეირხა სარკმელთან ახლოს
- და თეთრი, თეთრი სიზმრების გარდა
- შენ მომაგონდი, მშობელო სახლო.
- იმ წამში მთელი სამყარო ჩანდა,
- სამყარო ჩანდა – სარკმელთან ახლო
- და რა დიადი ნათელი გადგა,
- რა საოცარი – გამზრდელის სახლო!