ანგელოზი
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | + | * ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. |
− | + | * [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | |
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
[[კატეგორია:ანგელოზები]] | [[კატეგორია:ანგელოზები]] |
17:29, 17 თებერვალი 2017-ის ვერსია
ანგელოზი - (ბერძ.) მაცნე, მახარებელი ბიბლიური სწავლებით, ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებებია.
ამ სულთაგან ზოგიერთები, სატანისაგან ცდუნებულნი, ღმერთს აუმხედრდნენ და იქცნენ წყვდიადის ანგელოზებად - ეშმაკებად. ღმერთის ერთგულმა ანგელოზებმა კი მისგან მიიღეს განღმრთობა. მათი მეშვეობით ღმერთი ამცნობს ადამიანებს თავის ნებას.
ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი თავის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ - აღწერს ანგელოზთა სამ იერარქიას, რომელთაგან თითოეული იყოფა სამ ხარისხად. პირველი უმაღლესი იერარქია შესდგება სერაბიმთა, ქერუბიმთა და საყდართაგან, მეორე - უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათაგან, მესამე - საწყისთა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთაგან.
ორთოდოქსული ქრისტიანული ტრადიცია სახელით მოიხსენიებს ცხრა მთავარანგელოზს:
- მიქაელი,
- გაბრიელი,
- რაფაელი,
- ურიელი,
- სელაფიელი,
- ეგუდიელი,
- ვარაქიელი,
- იერომიელი,
- ტახნილი.
ღმერთი ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე მიუჩენს მფარველ ანგელოზს, შემწედ კეთილ საქმეებში.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ანგელოზი საყმოთა მფარველ ღვთისშვილთა თუ ჯვართა ერთ-ერთი სახელწოდებაა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის