თეძმის ტუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „თეძმის ტუფი“ გადაიტანა გვერდზე „ტუფი თეძმის“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ტუფი თეძმის“ გადაიტანა გვერდზე „თეძმის ტუფი“ გადამისამართებაზე) |
00:37, 25 მარტი 2022-ის ვერსია
თეძმის ტუფი – ვულკანური ფერფლისგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანი. თეძმის ტუფი ნაწილობრივ გათიხებული და გაცეოლითებულია. ადვილად იფიტება. იყენებენ სამშენებლო მიზნებისათვის, გავრცელებულია თეძმის ხეობაში. აქ გვხვდება ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის მოიისფრო და მომწვანო ფერის ტუფიც, რომელიც სასიამოვნო შესახედავია. გამოყენებულია ქართლის ისტორიულ ძეგლებსა (მაგ., სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათი) და თანამედროვე ნაგებობებში, როგორც მოსაპირკეთებელი მასალა.