მებუკე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მებუკე დავით (ცვარ-ნამი)“ გადაიტანა გვერდზე „მებუკე დავით“ გად...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით მებუკე (ცვარ-ნამი)“ გადაიტანა გვერდზე „მებუკე დავით“ გად...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:05, 28 მარტი 2022 მდგომარეობით

მებუკე დავით — (1892 − 1961), პოეტი. 1910-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. მისი ფსევდონიმი იყო „ცვარ-ნამი”. პოეტის ლექსები იბეჭდებოდა გაზეთებში“ - „კოლხიდა“, „სახალხო ფურცელი“, „იმერეთი“, „ჩანგი“, ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ და სხვა.


* * *
ტურფავ! გვედრი, ხელს ნუ ახლებ
მივიწყებულ ჩანგის სიმებს,
ნურც მიმღერი სიყვარულის
კაეშნიან, დამწველ ჰიმნებს.
უძლურია ხმები იგი,
უძლურია სიმთა კვნესა,
ვერ ვენდობი შემოდგომის
უსიცოცხლო მზიან დღესა.
დაკრავს სუსხი, დაბერს სიო,
მთებზე ნისლი ჩამოწვება,
ქარიშხალი ქვითინს მორთავს,
მზეც შავ ღრუბელს ქვეშ მოყვება.
დამჭკნარ ფოთოლს ხეს შეაცლის
სევდით სავსე ცივი ქარი,
მწარ-ზუზუნით შორს გასტყორცნის,
დამწუხრდება მთა და ბარი...
ვაი, შენი სიყვარული
იმ მჭკნარ ფოთოლს თან გაჰყვება,
და უკვალოთ, მასთან ერთად
სამუდამოთ დაინთქმება...
ნუ, ნუ ტურფავ, ხელს ნუ ახლებ
მივიწყებულ ჩანგის სიმებს,
ნურც მიმღერი სიყვარულის
კაეშნიან, დამწველ ჰიმნებს.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები