ხახის და პირ-ხახის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
(ახალი გვერდი: ფსევდომემბრანოზული ანგინა '''ხახის და პ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ხახა-ხორხის გამოკვლევა]] | [[კატეგორია:ხახა-ხორხის გამოკვლევა]] | ||
+ | [[კატეგორია:სამედიცინო კლევები]] |
16:45, 4 აპრილი 2022-ის ვერსია
ხახის და პირ-ხახის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა — ეს კვლევა უნდა განხორციელდეს როდესაც ეჭვი გვაქვს:
- — ფსევდომემბრანოზულ ანგინაზე, რომლის დროსაც დიფტერია შეიძლება გამოგვეპაროს. ეჭვის დროს, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ანტიდიფტერიული მკურნალობა და ანალიზის პასუხის მიღებამდე, რომელსაც შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, ბაქტერიოლოგიური ნიმუში უნდა ავიღოთ ნადების კიდეებიდან. ჩხირი არ უნდა შეეხოს პირის ღრუს და სხვა მიდამოებს.
- — სტრეპტოკოკულ ანგინაზე ეჭვის დროს, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე, სწრაფი ტესტი თავიდან აგვაცილებს ზედმეტ ანტიბიოტიკოთერაპიას ვირუსული ანგინის შემთხვევაში.
თუმცა, გასათვალისწინებელია ანალიზის დრო და ხარისხი. აუცილებელია სწრაფი ტესტის გაკეთება იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, როცა სწრაფი ტესტი არ არის ხელთ, ანგინის დროს ბაქტერიოლოგიური კვლევა უფრო ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობას იძენს.
ხახის ქრონიკული დაავადებების დროს, ბაქტერიოლოგიური ანალიზის აღება დროის და თანხის ფუჭად ხარჯვა გახლავთ.
ანტისტრეპტოლიზინი (A.S.L.O.)
ანტისტრეპტოლიზინის ტიტრი (რაოდენობა 200 ერთეულის ზემოთ), ითვლება პათოლოგიად. თუმცა, ყველა ლაბორატორიას ნორმის საკუთარი ზღვარი აქვს. მისი აღმოჩენა ხდება სტრეპტოკოკული დაავადებდან 2-3 კვირის შემდეგ. მისი კლება თვეების შემდეგ იწყება. შესაძლოა საერთოდ არ დაიკლოს. მისი არსებობა არ მიუთითებს მწვავე პროცესის არსებობაზე. იგი მხოლოდ არსებული პროცესის დადასტურებად შეიძლება განვიხილოთ. კლინიკურად მას არანაირი ინფორმაციული სარგებელი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ მისი მაღალი ტიტრი შეიძლება არგუმენტად გამოვიყენოთ ურჩი პაციენტის ოპერაციაზე დასათანხმებლად და ამით სტრეპტოკოკულ ინტოქსიკაციას ავარიდოთ.
NOTA BENE
|