ნადირაძე სევარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სევარიონ ნადირაძე '''ნადირაძე სევარიონ(სო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნადირაძე სევარიონ“ გადაიტანა გვერდზე „სევარიონ ნადირაძე“)

17:15, 5 აპრილი 2022-ის ვერსია

სევარიონ ნადირაძე

ნადირაძე სევარიონ(სოსო) − (1962), პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო, 1989 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ორი ნაპირი”, შემდეგ „ზამთრის მონოლოგი” (2002).


შობის ღამეა
ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ,
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა
სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...
დააქვს ბალთაზარს მხრებით ოცნება,
გადმოსავლელი ზღვა და მთებია,
ისე შეიკრეს სუნთქვა ბოსლებმაც,
თითქოს სასწაულს ელოდებიან...
სხვანაირია მწყემსების ზეცაც,
ლოდინისაგან გზაც კი მოკლდება,
არ შეგეშინდეთ, დღეს ყველა დედას,
მუცელში ჩვილი გაუტოკდება...
ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ,
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა
სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები