ნაფეტვარიძე გიორგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნაფეტვარიძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ნაფეტვარიძე“) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ნაფეტვარიძე გიორგი''' − (1919 − 1942), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ შუამთაში (ვანი). პირველდაწყებითი განათლება შუამთის სკოლაში მიიღო, | + | [[ფაილი:Giorgi nafetvaridze.JPG|thumb|გიორგი ნაფეტვარიძე]] |
− | რის შემდეგაც ჯერ ვანის არასრული საშუალო სკოლა დაამთავრა 1931 წ, შემდეგ კი − სამტრედიის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს. 1936 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სწორედ იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ [[ლადო ასათიანი|ლადო ასათიანს]]. მისი და ლადო ასათიანის პირველი ლექსები 1936 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სტალინელში“. გიორგი ნაფეტვარიძეს და ლადო ასათიანს აქტიური მეგობრობა აკავშირებდათ ახალგაზრდა შემოქმედებთან, რომლებიც [[თბილისი|თბილისში]] მოღვაწეობდნენ, განსაკუთრებით მეგობრობდნენ პოეტებთან, ალექსანდრე საჯაიასთან, [[მირზა გელოვანი|მირზა გელოვანთან]] და პუბლიცისტ ნიკა აგიაშვილთან. ამ პერიოდში ლადო ასათიანი და ალექსანდრე საჯაია უკვე მძიმედ იყვნენ ჭლექით დაავადებული. | + | '''ნაფეტვარიძე გიორგი''' − (1919 − 1942), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ შუამთაში (ვანი). პირველდაწყებითი განათლება შუამთის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც ჯერ ვანის არასრული საშუალო სკოლა დაამთავრა 1931 წ, შემდეგ კი − სამტრედიის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს. 1936 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სწორედ იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ [[ლადო ასათიანი|ლადო ასათიანს]]. მისი და ლადო ასათიანის პირველი ლექსები 1936 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სტალინელში“. გიორგი ნაფეტვარიძეს და ლადო ასათიანს აქტიური მეგობრობა აკავშირებდათ ახალგაზრდა შემოქმედებთან, რომლებიც [[თბილისი|თბილისში]] მოღვაწეობდნენ, განსაკუთრებით მეგობრობდნენ პოეტებთან, ალექსანდრე საჯაიასთან, [[მირზა გელოვანი|მირზა გელოვანთან]] და პუბლიცისტ ნიკა აგიაშვილთან. ამ პერიოდში ლადო ასათიანი და ალექსანდრე საჯაია უკვე მძიმედ იყვნენ ჭლექით დაავადებული. |
1939 წელს გიორგი ნაფეტვარიძემ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მუშაობა განაგრძო წულუკიძის რაიონის სოფელ მათხოჯში ქართული | 1939 წელს გიორგი ნაფეტვარიძემ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მუშაობა განაგრძო წულუკიძის რაიონის სოფელ მათხოჯში ქართული |
მიმდინარე ცვლილება 14:23, 6 აპრილი 2022 მდგომარეობით
ნაფეტვარიძე გიორგი − (1919 − 1942), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ შუამთაში (ვანი). პირველდაწყებითი განათლება შუამთის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც ჯერ ვანის არასრული საშუალო სკოლა დაამთავრა 1931 წ, შემდეგ კი − სამტრედიის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს. 1936 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სწორედ იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ ლადო ასათიანს. მისი და ლადო ასათიანის პირველი ლექსები 1936 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სტალინელში“. გიორგი ნაფეტვარიძეს და ლადო ასათიანს აქტიური მეგობრობა აკავშირებდათ ახალგაზრდა შემოქმედებთან, რომლებიც თბილისში მოღვაწეობდნენ, განსაკუთრებით მეგობრობდნენ პოეტებთან, ალექსანდრე საჯაიასთან, მირზა გელოვანთან და პუბლიცისტ ნიკა აგიაშვილთან. ამ პერიოდში ლადო ასათიანი და ალექსანდრე საჯაია უკვე მძიმედ იყვნენ ჭლექით დაავადებული.
1939 წელს გიორგი ნაფეტვარიძემ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და მუშაობა განაგრძო წულუკიძის რაიონის სოფელ მათხოჯში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1941 წელს გაიწვიეს ჯარში და 1942 წელს სევასტოპოლის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლის წვლილით, გამოქვეყნდა მისი შემოქმედების კრებულები: „გაფრენილი დურუჯი“ (1957), „დაუმთავრებელი ბალადა“ (1961), „სიყვარული“ (1965), „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერილები“ (1970) „ნახვამდის“ (1979), „ჩვენთან ქუხილი ღამეს ათევდა“.
- აკაკის სიკვდილი
- ხალხი მღეროდა აკაკის ლექსებს,
- ბროლოვით სუფთას, აზრივით სადას,
- ჰგავდა პოეტი კრწანისის ველზე
- ხმალგადატეხილ უჯარო სარდალს.
- კვდებოდა... მაინც უსისხლო ხელით
- მოჩრდილა მისი ნაწილი ცისა,
- ალბობდა თურმე ცრემლებით ცხელით
- გულ-მკერდზე დაფშვნილ მშობლიურ მიწას.
- ელანდებოდა ნესტანის რიდე,
- იფერფლებოდა და არ დნებოდა,
- ელანდებოდა თამარი კიდევ
- და საქართველო ელანდებოდა.
- ეძახდა ვაჟას − „რაზიკაშვილო,
- შემინდე წყენა, გულში თუ ჩაგრჩა”!
- ნატრობდა თრთოლვით ხელებგაშლილი
- ბაკურის ხმალს და ერეკლეს ჩაჩქანს.
- ის მოკვდა, როგორც ვარდობის თვეში
- და სიმღერებში ტბის გედი კვდება,
- ქართული ლექსის სიტკბო და ეშხი
- დარჩა ლერწამში მის სადიდებლად.
- ვაჟასთან ერთად ლექსს აბარებდა
- ანდერძს ცახცახით და შთაგონებით.
- მე მივალ ახლა მათ სამარესთან
- და მუხლმოყრილი ვეამბორები.