ლაშხელი-ონიანი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 17: ხაზი 17:
 
* [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
* [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ონიანები]]

14:11, 7 აპრილი 2022-ის ვერსია

ანა ლაშხელი-ონიანი

ლაშხელი-ონიანი ანა − (1986 − 2018), პოეტი. დაიბადა სვანეთში. სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე, შემდეგ კი თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. გამოცემული აქვს კრებულები: „მთვარის სევდა“, „მეოცე გაზაფხული“ და „თეთრი და შავი“.


წვიმა
წვიმს... და იწვიმოს... არაფერია,
მტკივა და იყოს! − დაე, მტკიოდეს,
წვიმდეს და სევდა, როგორც ეს წვიმა,
სახურავებზე გადადიოდეს.
წვიმს... ნესტიანი სულის კედლები
ათასმეერთედ უსმენენ მოცარტს...
ვერცერთ ნასახლარს ვერ შეედრები
შენ, ჩემო თავო, მარტო ხარ როცა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები