ლაშხელი-ონიანი ანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ონიანი ანა“ გადაიტანა გვერდზე „ლაშხელი-ონიანი ანა“ გადამისამ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანა ონიანი“ გადაიტანა გვერდზე „ლაშხელი-ონიანი ანა“ გადამისამ...) |
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 14:13, 7 აპრილი 2022 მდგომარეობით
ლაშხელი-ონიანი ანა − (1986 − 2018), პოეტი. დაიბადა სვანეთში. სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე, შემდეგ კი თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. გამოცემული აქვს კრებულები: „მთვარის სევდა“, „მეოცე გაზაფხული“ და „თეთრი და შავი“.
- წვიმა
- წვიმს... და იწვიმოს... არაფერია,
- მტკივა და იყოს! − დაე, მტკიოდეს,
- წვიმდეს და სევდა, როგორც ეს წვიმა,
- სახურავებზე გადადიოდეს.
- წვიმს... ნესტიანი სულის კედლები
- ათასმეერთედ უსმენენ მოცარტს...
- ვერცერთ ნასახლარს ვერ შეედრები
- შენ, ჩემო თავო, მარტო ხარ როცა.