ლაშხელი-ონიანი ანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაშხელი-ონიანი ანა“ გადაიტანა გვერდზე „ანა ონიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანა ონიანი“ გადაიტანა გვერდზე „ლაშხელი-ონიანი ანა“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:13, 7 აპრილი 2022 მდგომარეობით

ანა ლაშხელი-ონიანი

ლაშხელი-ონიანი ანა − (1986 − 2018), პოეტი. დაიბადა სვანეთში. სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებზე, შემდეგ კი თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. გამოცემული აქვს კრებულები: „მთვარის სევდა“, „მეოცე გაზაფხული“ და „თეთრი და შავი“.


წვიმა
წვიმს... და იწვიმოს... არაფერია,
მტკივა და იყოს! − დაე, მტკიოდეს,
წვიმდეს და სევდა, როგორც ეს წვიმა,
სახურავებზე გადადიოდეს.
წვიმს... ნესტიანი სულის კედლები
ათასმეერთედ უსმენენ მოცარტს...
ვერცერთ ნასახლარს ვერ შეედრები
შენ, ჩემო თავო, მარტო ხარ როცა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები