ორბელიანი ბეგლარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი ბეგლარ“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი პეტრე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი პეტრე“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი ბეგლარ“ გადამი...)

14:36, 7 აპრილი 2022-ის ვერსია

ორბელიანი ბეგლარ − (XVIII-XIX სს), ნამდვილი სახელი − პეტრე. XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი. საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ემსახურებოდა, თუმცა ერთ ლექსში ანტირეჟიმულ განწყობილებასაც ამჟღავნებს. მონაწილეობდა მთიულეთის 1804 წლის აჯანყების ჩახშობაში, თურქებთან ბრძოლაში (1807); 1809 წელს ახალციხის ფაშასთან მოსალაპარაკებლად იქნა გაგზავნილი; 1811 წელს გაემგზავრა პეტერბურგში; 1814 წელს სამეგრელოშია; 1818 წლის ერთი საბუთის თანახმად, დმანისში იმყოფებოდა. უფრო გვიანდელ დოკუმენტებში მისი კვალი აღარ ჩანს. იცოდა რუსული. მის ლექსებში გვხვდება რუსიციზმები - „სევერ”, „პარიჟელნი”, „პოლშა”, „სტიხნი”. უთუოდ მასვე ეკუთვნის „პეტრე, ქართველთა დღეს დიდებაო”.., რომელიც არაერთგზის გამოქვეყნებულა.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები