ორბელიანი ბეგლარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი პეტრე“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი ბეგლარ“ გადამი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პეტრე ორბელიანი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი ბეგლარ“ გადამი...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 14:36, 7 აპრილი 2022 მდგომარეობით

ორბელიანი ბეგლარ − (XVIII-XIX სს), ნამდვილი სახელი − პეტრე. XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი. საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ემსახურებოდა, თუმცა ერთ ლექსში ანტირეჟიმულ განწყობილებასაც ამჟღავნებს. მონაწილეობდა მთიულეთის 1804 წლის აჯანყების ჩახშობაში, თურქებთან ბრძოლაში (1807); 1809 წელს ახალციხის ფაშასთან მოსალაპარაკებლად იქნა გაგზავნილი; 1811 წელს გაემგზავრა პეტერბურგში; 1814 წელს სამეგრელოშია; 1818 წლის ერთი საბუთის თანახმად, დმანისში იმყოფებოდა. უფრო გვიანდელ დოკუმენტებში მისი კვალი აღარ ჩანს. იცოდა რუსული. მის ლექსებში გვხვდება რუსიციზმები - „სევერ”, „პარიჟელნი”, „პოლშა”, „სტიხნი”. უთუოდ მასვე ეკუთვნის „პეტრე, ქართველთა დღეს დიდებაო”.., რომელიც არაერთგზის გამოქვეყნებულა.



[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები