ორბელიანი მზეჭაბუკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი მზეჭაბუკ“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი ჭაბუა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭაბუა ორბელიანი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი მზეჭაბუკ“ გადა...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:55, 7 აპრილი 2022 მდგომარეობით

ორბელიანი მზეჭაბუკ − (17?? − 1794), იხსენიებენ, აგრეთვე, როგორც ჭაბუა ორბელიანს. პოეტი, მწიგნობარი, ერეკლე II-ის მდივანბეგი (1777-1791 წწ). გონებამახვილ და ენამოსწრებულ, მაგრამ გულზვიად და გონჯ ორბელიანს უსიამოვნება ჰქონდა ბევრ თავის თანამედროვესთან. მასზე სატირული ლექსები დაუწერიათ საიათნოვას, ბესიკს, დავით რექტორს და სხვებს. ცნობილია ბესიკისა და ორბელიანის მწვავე პოეტური პაექრობა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბესიკმა მას მისწერა ვრცელი რიტორიკული ეპისტოლე, რომელშიც სთხოვდა შერიგებას. ორბელიანმა ხალხური ლექსების გავლენით ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა „იავნანასი” და „ძეობის” ჟანრი.


ძეობაში თქმული
(ფრაგმენტი)
აღმკულ სრასა, უცხოდ მზასა, მზევ შინ შემოდიო,
ვჰხედავ ლომსა, მზის ნაშობსა, მზევ....
ვეფხ ნაკვეთით, უსაზომსა, მზევ....
მკვირცხლსა ყმასა, თვალად კმასა, მზევ....
ედემურს მტილს მონაყვანსა, მზევ....
ჰსტვენს ბულბული ამოს ხმასა, მზევ....
უხმეთ ქნარსა დასაწყნარსა, მზევ....
სადავითოს მონატანსა, მზევ....


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები