ორჯონიკიძე მარიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ორჯონიკიძე მარიკა''' − (1962), პოეტი, მხატვარი, მათემატიკოსი. ხატ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორჯონიკიძე მარიკა“ გადაიტანა გვერდზე „მარიკა ორჯონიკიძე“)

16:38, 7 აპრილი 2022-ის ვერსია

ორჯონიკიძე მარიკა − (1962), პოეტი, მხატვარი, მათემატიკოსი. ხატვა და მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მერე მათემატიკას გაჰყვა ხატვა 24 წლის ასაკში დაიწყო; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ეკონომისტ–მათემატიკოსია. მუშაობს თბილისის მე-5 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“.


* * *
მაყვალი, ასკილი, კუნელი, ცირცელი...
სულ ცოტა მადროვე, ცოტაც გამიძელი,
ხმამაღლა ნათქვამი სიკეთის არ მჯერა...
მე უკვე დიდი ვარ პეპლების საჭერად...
წვიმისგან ფშატივით გაფითრდა შიფერი,
მიყვარდა თვალებში ის შუქი, ის ფერი...
რომელიც დაგიშრა, ვით ხეზე ფუღურო,
გამხდარხარ უფეხო, უთვალო, უყურო.
ფრთხიალებს, დაფრინავს, ჭიკჭიკებს მზეწვია,
დინჯად დგას კოპიტი, ირხევა ლეწია…
მივრბივარ, მივარღვევ, ეკლიან ჯაგნარებს,
მთვარესაც არ სძინავს,
ხის ტოტზე ამთქნარებს...
გულს როგორ გავუღებ, ზემოდან დამყურებს…
ვამაგრებ საძირკველს, დავაწყობ აგურებს...
ზაფრანა, შაშკვლავი, პიტნა და რეჰანი....
ჰორიზონტს გაჩრილი მოლურჯო ზეგანი,
წერტილად ვერ დავსვი ყაყაჩოს ხალი და...
მე ისევ გპირდები ხვალიდან... ხვალიდან,
მოვწყვიტავ მზემტევნის ქარვისფერ აკიდოს
და მერე თუნდ ბედმა ქარებს გადამკიდოს...
ალმასი, ზურმუხტი, ქარვა და საფირი....
შორს არის, მაგრამ ჩანს ნანატრი ნაპირი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები