ორჯონიკიძე მარიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Marika orjonikidze.JPG|thumb|მარიკა ორჯონიკიძე]] | ||
'''ორჯონიკიძე მარიკა''' − (1962), პოეტი, მხატვარი, მათემატიკოსი. ხატვა და მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მერე მათემატიკას გაჰყვა ხატვა 24 წლის ასაკში დაიწყო; დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]], სპეციალობით ეკონომისტ–მათემატიკოსია. მუშაობს თბილისის მე-5 საჯარო | '''ორჯონიკიძე მარიკა''' − (1962), პოეტი, მხატვარი, მათემატიკოსი. ხატვა და მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მერე მათემატიკას გაჰყვა ხატვა 24 წლის ასაკში დაიწყო; დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]], სპეციალობით ეკონომისტ–მათემატიკოსია. მუშაობს თბილისის მე-5 საჯარო | ||
სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“. | სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“. |
16:40, 7 აპრილი 2022-ის ვერსია
ორჯონიკიძე მარიკა − (1962), პოეტი, მხატვარი, მათემატიკოსი. ხატვა და მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მერე მათემატიკას გაჰყვა ხატვა 24 წლის ასაკში დაიწყო; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ეკონომისტ–მათემატიკოსია. მუშაობს თბილისის მე-5 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“.
- * * *
- მაყვალი, ასკილი, კუნელი, ცირცელი...
- სულ ცოტა მადროვე, ცოტაც გამიძელი,
- ხმამაღლა ნათქვამი სიკეთის არ მჯერა...
- მე უკვე დიდი ვარ პეპლების საჭერად...
- წვიმისგან ფშატივით გაფითრდა შიფერი,
- მიყვარდა თვალებში ის შუქი, ის ფერი...
- რომელიც დაგიშრა, ვით ხეზე ფუღურო,
- გამხდარხარ უფეხო, უთვალო, უყურო.
- ფრთხიალებს, დაფრინავს, ჭიკჭიკებს მზეწვია,
- დინჯად დგას კოპიტი, ირხევა ლეწია…
- მივრბივარ, მივარღვევ, ეკლიან ჯაგნარებს,
- მთვარესაც არ სძინავს,
- ხის ტოტზე ამთქნარებს...
- გულს როგორ გავუღებ, ზემოდან დამყურებს…
- ვამაგრებ საძირკველს, დავაწყობ აგურებს...
- ზაფრანა, შაშკვლავი, პიტნა და რეჰანი....
- ჰორიზონტს გაჩრილი მოლურჯო ზეგანი,
- წერტილად ვერ დავსვი ყაყაჩოს ხალი და...
- მე ისევ გპირდები ხვალიდან... ხვალიდან,
- მოვწყვიტავ მზემტევნის ქარვისფერ აკიდოს
- და მერე თუნდ ბედმა ქარებს გადამკიდოს...
- ალმასი, ზურმუხტი, ქარვა და საფირი....
- შორს არის, მაგრამ ჩანს ნანატრი ნაპირი.