ოტობაია გური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გური ოტობაია“ გადაიტანა გვერდზე „ოტობაია გური“ გადამისამართე...)
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Otobaia guri.JPG|thumb|გური ოტობაია]]
 
'''ოტობაია გური''' − (1953),  ნამდვილი სახელი და გვარი − გულადი ფეტელავა. პოეტი, ჟურნალისტი, კინოსცენარისტი, რედაქტორი. დაიბადა სოფელ ოტობაიაში (გალი). 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების მანძილზე იყო ჟურნალ−გაზეთების რედაქტორი. წერს ლექსებსა და
 
'''ოტობაია გური''' − (1953),  ნამდვილი სახელი და გვარი − გულადი ფეტელავა. პოეტი, ჟურნალისტი, კინოსცენარისტი, რედაქტორი. დაიბადა სოფელ ოტობაიაში (გალი). 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების მანძილზე იყო ჟურნალ−გაზეთების რედაქტორი. წერს ლექსებსა და
 
რომანებს ქართულ და მეგრულ ენებზე. გამოსცემს ყოველკვარტარულ ჟურნალს „კირბისი“ (ოქროს საწმისი), ოთხტომეული ბელეტრისტული მატიანეს „სუფევას“ ავტორი.
 
რომანებს ქართულ და მეგრულ ენებზე. გამოსცემს ყოველკვარტარულ ჟურნალს „კირბისი“ (ოქროს საწმისი), ოთხტომეული ბელეტრისტული მატიანეს „სუფევას“ ავტორი.

მიმდინარე ცვლილება 17:02, 7 აპრილი 2022 მდგომარეობით

გური ოტობაია

ოტობაია გური − (1953), ნამდვილი სახელი და გვარი − გულადი ფეტელავა. პოეტი, ჟურნალისტი, კინოსცენარისტი, რედაქტორი. დაიბადა სოფელ ოტობაიაში (გალი). 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების მანძილზე იყო ჟურნალ−გაზეთების რედაქტორი. წერს ლექსებსა და რომანებს ქართულ და მეგრულ ენებზე. გამოსცემს ყოველკვარტარულ ჟურნალს „კირბისი“ (ოქროს საწმისი), ოთხტომეული ბელეტრისტული მატიანეს „სუფევას“ ავტორი.


ოცდაშვიდი ცრემლი
უკვე გავცდი, ხენო, თამამ კენწეროებს,
მეხთატეხამ აწი მაინც ამ გულს სჭექოს,
ისე დავგმე წუთისოფლის სიმყუდროე,
რომ მზემ ლამის ფრჩხილებიან დამაჭლექოს.
ოცდაშვიდი ცრემლის ჩქერი წამოვახრჩე,
ოცდამერვე გამიყენებს, ალბათ, ერწოს,
ჰოი, ლექსო, სააქაოს უნდა დამრჩე,
საწუთრელომ რარიგადაც გადამბერწოს.
კოლხეთიდან წამოვხეთქე წყაროსავით,
ჩემს სახებას წვავდა მზე სადიადონი,
გავეკიდე მამულის შუქს სალოცავად
და სულშიგან ჩავიხუტე იადონი.
არ ფაჩუნობს ჩემს წიაღში კვდომის ფთილა,
მკერდზე ზეცა ვარსკვლავებით მაჭედია,
როგორ ფიქრობთ, გამოვიცვლი აწი ჯილაგს?
თუმცა ირგვლივ უსულგულო ქაჯეთიამძულს
ნაკლული ზემეკრობა ყოველივე,
ავბობოქრდი, ავზვირთდი და ავიმღვერი,
სულს ისეთი ჰანგი უნდა მოვუვლინო,
რომ ვერ ზიდოს ქედმა რიხით დანამღერი.
წლებო, წლებო, დაილეწა ბორკილები
ოცდაშვიდი ცრემლის ჩქერი წამოვახრჩე,
წინ ხომლია ლურჯად ამოკოკრილები,
ჰოი, ლექსო, სააქაოს უნდა დამრჩე!
ამნაირი აღტკინება კაცს არ ახსოვს,
ვინაც ერთხელ სიკვდილით არ დაგეშილა,
ყველა ბალღამს და სამსალას რომ ამოვქსოვ,
მემჩატება გულს რაც ყამა გახეშილა!
უკვე გავცდი, ხენო, თამამ კენწეროებს,
მეხთატეხამ აწი მაინც ამ გულს სჭექოს,
ისე დავგმე წუთისოფლის სიმყუდროე,
რომ მზემ ლამის ფრჩხილებიან დამაჭლექოს.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები