პანჩო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლევან მგალობლიშვილი (მომღერალი)“ გადაიტანა გვერდზე „პანჩო“ გა...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პანჩო“ გადაიტანა გვერდზე „მგალობლიშვილი ლევან (მომღერალი)“)

13:57, 8 აპრილი 2022-ის ვერსია

პანჩო − (1966), ნამდვილი სახელი და გვარი − ლევან მგალობლიშვილი. კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. დაიბადა თბილისში. სცენაზე გამოვიდა 1995 წელს. მღერის მხოლოდ საკუთარ სიმღერებს (საკუთარ ტექსტებზე); ალბომები: „ხვალ” (1998), „რომ მქონდეს ფრთები” (2001); სიმღერებიდან განსაკუთრებით პოპულარულია „უბერავს ქარი”, „ახედე ცაში”, „ახალი წელი” და სხვა.


სიმღერის ტექსტი (ფრაგმენტი).

ცაში ახედე,
რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა,
ცაში ახედე,
რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე.
რა ლამაზია თეთრი ღრუბლები,
თავი დამადე, ნუ იღრუბლები,
მე შენთვის მინდა ეს ვარსკვლავები,
მთვარე და ღამე.
ცაში ახედე,
რა ლამაზია ეს სიყვარული,
რა ლამაზია, რომ ამ სიყვარულს
ფერება უნდა.
რა ლამაზია ამაზე ფიქრი,
თავი დამადე, მომეცი ფიცი,
რომ გეყვარები ამ ცხოვრებაში,
პატარავ, მუდამ.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები