რურუა პარმენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რურუა პარმენ''' (1888 _ 1963) მწერალი, პოეტი. ფსევდონიმი – ოდიშელი. და...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''რურუა პარმენ''' (1888 | + | [[ფაილი:Parmen rurua.PNG|thumb|პარმენ რურუა ]] |
| + | '''რურუა პარმენ''' (1888-1963) მწერალი, პოეტი. ფსევდონიმი – ოდიშელი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1901-1902 წწ მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში, 1903-1917 წწ – სამკერვალო სახელოსნოში მკერავად; 1930-1937 წწ – ნავთის ქარხანაში ოპერატორად, 1928-1930 წწ იყო ბათუმის მუშათა კლუბის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 1937 წლიდან გამომცემლის თანამდებობაზე აჭარის სახელმწიფო გამომცემლობაში; თანამშრომლობდა თბილისის ბათუმის და ქუთაისის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში; 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „იმედი“ ბათუმის გაზეთში; 1927 წელს გამოსცა პირველი ლექსების წიგნი. ავტორია წიგნებისა: „ლექსების კრებული”, „ბუნება და ბავშვები“, „ნაცარქექია“, „ოქტომბერს“, „მხატვრული სიმღერები“, „რჩეული ლექსების კრებული“. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:25, 8 აპრილი 2022 მდგომარეობით
რურუა პარმენ (1888-1963) მწერალი, პოეტი. ფსევდონიმი – ოდიშელი. დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილი). 1901-1902 წწ მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში, 1903-1917 წწ – სამკერვალო სახელოსნოში მკერავად; 1930-1937 წწ – ნავთის ქარხანაში ოპერატორად, 1928-1930 წწ იყო ბათუმის მუშათა კლუბის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 1937 წლიდან გამომცემლის თანამდებობაზე აჭარის სახელმწიფო გამომცემლობაში; თანამშრომლობდა თბილისის ბათუმის და ქუთაისის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში; 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „იმედი“ ბათუმის გაზეთში; 1927 წელს გამოსცა პირველი ლექსების წიგნი. ავტორია წიგნებისა: „ლექსების კრებული”, „ბუნება და ბავშვები“, „ნაცარქექია“, „ოქტომბერს“, „მხატვრული სიმღერები“, „რჩეული ლექსების კრებული“.
- შენ სდუმხარ, ზღვაო!
- შენ სდუმხარ, ზღვაო!.. მე მსურს ღელავდე,
- მსურს კვლავ ტალღათა ჩოჩქოლი ვნახო,
- ცრემლების ნაცვლად მინდა სიმღერა,
- რომ შენთან ერთად მეც შემოვძახო!
- მაგრამ შენ გძინავს... ვეღარ გაფხიზლებს
- მრისხანე ჩანგის მქუხარე ხმები,
- აღელდი, ზღვაო, ჩემო სულისდგმავ,
- და მეც ტარიგად შემოგევლები.