სარიშვილი გიგლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიგლა სარიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „სარიშვილი გიგლა“ გადამის...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სარიშვილი გიგლა''' – (1938 – 1994), ქართველი მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ გულიანში (ლანჩხუთი). 1965 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს [[ესქილე]]ს დრამები „მავედრებელნი“, „სპარსელნი“,
+
[[ფაილი:Gigla sarishvili.JPG|thumb|გიგლა სარიშვილი]]
 +
'''სარიშვილი გიგლა''' – (1938 – 1994), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ გულიანში (ლანჩხუთი). 1965 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს [[ესქილე]]ს დრამები „მავედრებელნი“, „სპარსელნი“,
 
„[[შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ესქილე)|შვიდთა ლაშქრობა თებეზე]]“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წ გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.
 
„[[შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ესქილე)|შვიდთა ლაშქრობა თებეზე]]“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წ გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.
  

13:57, 11 აპრილი 2022-ის ვერსია

გიგლა სარიშვილი

სარიშვილი გიგლა – (1938 – 1994), ქართველი მთარგმნელი. დაიბადა სოფელ გულიანში (ლანჩხუთი). 1965 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს ესქილეს დრამები „მავედრებელნი“, „სპარსელნი“, „შვიდთა ლაშქრობა თებეზე“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წ გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.


საფო, ჰერას
თარგმნა გიგლა სარიშვილმა
ძილში მეახლა საკვირველი ხატება შენი,
დედუფალო ჰერა, შენი მშვიდი ხატება,
ვითარცა იგი ეზმანათ ერთხელ
ძმათა ატრიდთა...
როს აღასრულეს მათ არესის საქმე საგმირო,
ვერ განეშორნენ
სკამანდროსის ხმიან ნაპირებს,
ვერ მიაშურეს სასურველ არგოსს,
შორი გზით მავალს,
ვიდრე მხურვალედ არ ილოცეს,
დედაო, შენთვის,
დიდი ზევსისთვის და აგრეთვე მლაღობელ
ღმერთის – თეონეს ძისთვის.
უწინდებურად ახლაც გწირავენ
წმინდა საწირავს და უნაზესს
გიქსოვენ პეპლოსს ტურფა ასულნი და
აჯიღით მოსავენ ეგრეთ
შენს უჭკნობ სახეს, დედუფალო ჰერა!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები