სუხიტაშვილი შერგილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სუხიტაშვილი შერგილ“ გადაიტანა გვერდზე „შერგილ სუხიტაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შერგილ სუხიტაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „სუხიტაშვილი შერგილ“ გ...) |
13:22, 13 აპრილი 2022-ის ვერსია
სუხიტაშვილი შერგილ – (1936 – 2015), პოეტი, მოჭადრაკე, საჭადრაკო კომპოზიტორი.
- * * *
- შავი ღრუბლების მიემსხვრა ხიდი
- მთას, და გაშავდა ბედის ყელი და,
- წაჰკიდებია მღვრიე ზღვას ბინდი,
- კვნესის ხმა ისმის სევდის ველიდან.
- ცივდება სისხლის ხეთა ხელები,
- იბანს ლურჯ სხეულს ქართან ტალღები,
- მიაქვს სიცივე ღმერთთან ხველებით
- და ლოცვა, რწმენის კართა გამღები.
- ღრუბელი ღრინავს ლოთი ძაღლივით,
- სოფლის ბოლოში ღამე ნათრევი.
- მთვარე კი ცაზე მოდის დაღლილი,
- ...შენს ღიმილს ვუცდი და მენატრები.