სხილაძე გოჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სხილაძე გოჩა''' – (1968), ქართველი პოეტი, თეოლოგი. 1989...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Gocha sxiladze.JPG|thumb|გოჩა სხილაძე]]
 
'''სხილაძე გოჩა''' – (1968),  [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, თეოლოგი.  1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის თეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. იყო პოეტურ ორდენ „ედელვაისის“ წევრი. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა [[გერმანია]]ში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მკვდართა მზე“.
 
მიმდინარე ცვლილება 13:45, 13 აპრილი 2022 მდგომარეობით

გოჩა სხილაძე

სხილაძე გოჩა – (1968), ქართველი პოეტი, თეოლოგი. 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის თეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. იყო პოეტურ ორდენ „ედელვაისის“ წევრი. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მკვდართა მზე“.

გაუცხოება
დაცარიელდა სოფელი
და უკვე აღარ მეცნობა
მაღლა მზე გამათბობელი,
დაბლა დღის გულნამცეცობა.
ნუთუ არავინ არ დარჩა
მხილველი ღელის ლი პების?
გულში რაც სხივი გადარჩა,
იმის კვალს ჩუმად მივყვები.
რომ მხვდება უცხო ბავშვია,
რომ მხვდება უცხო კაცია,
იქ ჩემ გულს უკაშკაშია,
მამას მთვრალს უბარბაცია.
ვიცი სოფელო შენი ხმა
ცრემლებად დაიბადება.
გარდაუვალი შეიქმნა
ვარდებზე თოვლის დადება.
გვერდზე ჩამივლის ბავშვობა
ნიავის მხარით გადება.
წინ გულში დანის ჩასობა!
გზად წასვლისათვის მზადება!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები