ფისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფისტიკა''' (ბისტიკა) − XI-XII საუკუნეების პოეტი. „ფისტიკა” შეურქ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფისტიკა“ გადაიტანა გვერდზე „ბისტიკა“)

15:51, 14 აპრილი 2022-ის ვერსია

ფისტიკა (ბისტიკა) − XI-XII საუკუნეების პოეტი. „ფისტიკა” შეურქმევიათ, რადგან ვარაუდობენ, რომ აშუღი იყო. აკაკი შანიძის აზრით, „ბისტიკა“ არის სომხური სიტყვა „პსტიკ” ანუ პატარა. საფიქრებელია, რომ ფისტიკა ათვალწუნებულ მელექსედ ითვლებოდა, რომელიც სტვირსა და ჭიანურზე დასამღერ შაირებს თხზავდა. თეიმურაზ II (1700-1762) აგდებულად იხსენიებს მას და „ბისტიკა ცრუს“ უწოდებს. ფისტიკას პოეტური მემკვიდრეობა უკვალოდ არის დაკარგული. ტრადიციული ცნობებით, იგი ითვლება ახალი სალექსო საზომის – ფისტიკაურის – დამამკვიდრებლად.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები