ფხოველი ვაჟიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაჟიკა ფხოველი“ გადაიტანა გვერდზე „ფხოველი ვაჟიკა“ გადამისამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| − | [[კატეგორია:მეორე | + | [[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები]] |
12:17, 15 აპრილი 2022-ის ვერსია
ფხოველი ვაჟიკა − (1921 − 1945), პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი – დიმიტრი ცალხელიშვილი. დაიბადა სოფელ საყდრიონში (თიანეთი). არმიაში გაიწვიეს 1941 წელს. იბრძოდა რიგით ჯარისკაცად. დაიღუპა 1945 წელს ბერლინის მისადგომებთან. ვაჟიკა ფხოველის ლექსები არმიაში მის წასვლამდე და ომის პირველ თვეებში იბეჭდებოდა ჟურნალებში „ჩვენს თაობაში“, „პიონერში“, გაზეთებში „კომუნისტში“, „ნორჩ ლენინელში“.
- დილა
- დღემ ფხოვეთში ბნელი დასცა,
- ამ გულივით ცაა სუფთა.
- მზე ქალივით მოიტაცა
- და შიგ მკერდში ჩაიხუტა.
- მზე, ხმელეთის ფალავანი,
- ბნელს დაეცა თავზე მეხად.
- ბახტრიონის გალავანი
- თენებისას გადმოტეხა.
- შემოვიდა, როგორც გმირი,
- შემოაღო კარი ფრთხილად
- და მთებში ომგადახდილი
- არაგვს გაჰყვა ბარში დილა.